ეკო ფანგანი: ,,ძროხები და ხარები ისე მიყვარს, ვგიჟდები”

ეკო ფანგანი: ,,ძროხები და ხარები ისე მიყვარს, ვგიჟდები",,სარკე”, ხათუნა მაღრაძე

ტელეწამყვან ეკო ფანგანს თუკი ახლოდან გაიცნობთ, მასზე წარმოდგენა შეიძლება აბსოლუტურად შეგეცვალოთ. მაგალითად, ალბათ ბევრს ჰგონია, რომ მოდის რუბრიკის წამყვანის მთავარი საზრუნავი თავის მოვლა და ჩაცმა-დახურვაა, მაგრამ ასე არ არის.

ეკო ფანგანი:

– მოდის სამყარო ჩემი სამუშაოს ნაწილია. მე არც დიზაინერი ვარ და არც მოდელი, უბრალოდ ამ სფეროს ვაშუქებ და მიმდინარე პროცესებს კარგად ვიცნობ. მე მოდაზე ჩაციკლული არ ვარ.

რა სფეროა თქვენთვის განსაკუთრებულად საინტერესო?

გაგიკვირდებათ და, ფეხბურთს უფრო დიდი სიამოვნებით ვუყურებ, ვიდრე მოდის ჩვენებებს. სამწუხაროდ, ბავშვობიდან სპორტს დიდი დრო არ დავუთმე, მაგრამ დღემდე ცოტ-ცოტა ცდებს ყველა სახეობაში ვატარებ.

– როგორც ვიცი, ცხენით ჯირითს სწავლობთ. თქვენთვის ეს  ერთგვარი თერაპიაა?

– არამხოლოდ ჯირითი, ყველაფერი, რაც ფიზიკურ აქტივობას უკავშირდება, ჩემთვის თერაპიაა, ფიტნესვარჯიშიც კი. ცალკე თემაა ცხოველების სიყვარული. როცა ცხოველთან ერთად ვარ და ჩვენ შორის კონტაქტიც თუ შედგა, თავს ბედნიერად ვგრძნობ. ზოგისგან გამიგია, მაგალითად, ცხენს უსიამოვნო სუნი ასდისო. მე ვერ ვგრძნობ, სულ ვეფერები და ვკოცნი.

ისევ გაგიკვირდებათ და, ჩემი ყველაზე საყვარელი ცხოველები ძროხები და ხარები არიან. ვგიჟდები, ისე მიყვარს.

– სად ნახულობთ მათ?

– როგორც კი ქალაქიდან გავალ, ხშირად მხვდებიან გზაზე. ლისის ტბაზე აგარაკი მაქვს და ძროხები იქაც არიან. თუ ძალიან არ მეჩქარება, მანქანას ვაჩერებ და ვეფერები. ძროხას ისეთი მეტყველი გამოხედვა აქვს… საოცარი! მათზე ლამაზი ცხოველი არ არსებობს ჩემთვის.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”