ანნა კუჭავა: ,,არ ვიცი, კაცის გულისკენ მიმავალი გზა სად გადის – კუჭზე თუ არტერიაზე”

ანნა კუჭავა: ,,არ ვიცი, კაცის გულისკენ მიმავალი გზა სად გადის - კუჭზე თუ არტერიაზე",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

წინა სეზონის ,,მასტერშეფის” მონაწილე ანნა კუჭავა კომუნიკაციების სპეციალისტია. სანამ კულინარიულ შოუში მოხვდებოდა, მანამდე მეგობრებს და ოჯახის წევრებს აკვირვებდა საოცარი კერძებით. ახლა ღვინის ეროვნულ სააგენტოში კომუნიკაციების მიმართულებით მუშაობს და არ გამორიცხავს, რომ მომავალში მზარეულის პროფესია მოირგოს.

როდის დაინტერესდით ამ სფეროთი?

– ბავშვობიდან. დედა ძალიან კარგად ამზადებდა და სულ ვუყურებდი, პროცესში ვერთვებოდი. ნელ-ნელა კულინარია შემიყვარდა.

– ბაღი და ფერმა გვაქვსო, ერთხელ თქვით. მართლაც ასეა?

– ორანჟერეა გვაქვს. დედა ქალაქგარეთ ცხოვრობს და იქ ჩვენი ხელით მოგვყავს ბოსტნეული. როცა საზღვარგარეთ მივდივარ, იქიდან სხვადასხვა უცხო მცენარეების თესლი ჩამომაქვს, აქ მოგვყავს და მერე ახლობლებს ვასინჯებთ.

– ამას ბიზნესის სახე აქვს?

– არა, ეს ის რაოდენობაა, რაც ოჯახს შეიძლება ეყოს. ბიზნესი არის ჩვენი ორანჟერეა, რომელიც მცენარეებით ვაჭრობას გულისხმობს. აკვარიუმში კეთდება მცენარეებისგან მიკროსამყარო, რომელშიც ,,ცხოვრობენ” სუკულენტები და ისეთი მცენარეები, რომლებიც აკვარიუმის გარემოში თავს კარგად გრძნობენ.

– ბაზარზე დიდი მოთხოვნილებაა ამაზე?

– საკმაოდ დიდი მოთხოვნილებაა, რადგან უცხოა.  დედაჩემი ფლორისტია და მისი დამსახურებაა, რომ ყვავილები მიყვარს.  სერვირებისას ხშირად ვიყენებ ყვავილებს, თან ისეთ უცხოებსაც, რომლებზეც ადამიანები ვერც წარმოიდგენენ, რომ იჭმევა. ეს არის საკვები ყვავილები, რომლებიც ჩვეულებრივად გამოჰყავთ.

დეკორისთვისაა და არა – გემოვნური თვისებებისთვის.

-როგორც ამბობენ, კაცის გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადის…

– არ მიფიქრია, საით გადის მამაკაცებისკენ მიმავალი გზა – კუჭზე თუ არტერიაზე. არც საყვარელი მამაკაცი მყავს.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”