თეონა ცხომელიძეს კორონავირუსი აქვს – ,,უცნაურ ტკივილს ვგრძნობ”

თეონა ცხომელიძეს კორონავირუსი აქვს - ,,უცნაურ ტკივილს ვგრძნობ",,რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს, თეონა ცხომელიძეს კოვიდ-19 დაუდასტურდა. სავარაუდოდ, ის რესპონდეტისგან დაინფოცირდა. ჟურნალისტი ფეისბუქში წერს:

,,მეგობრებო, პირველ რიგში, მადლობა და ბოდიში – ვერ გპასუხობთ. დღეს დამიდასტურდა კოვიდ-19, რომელიც დიდი ალბათობით გადმომედო რესპონდენტისგან – სხვა კონტაქტი ინფიცირებულთან არ მქონია. არ მაქვს სიცხე, ვგრძნობ უცნაურ ტკივილს ზურგში და სახსრებში.
მესმის, რომ დიდია ინტერესი, მაგრამ ვერ გპასუხობთ, ჯერ ექიმიც არ მინახავს.
ახლა მხოლოდ იმ ადამიანებზე ვღელავ, ვისაც შესაძლოა ჩემგან ინფექცია გადასდებოდა, სხვა არაფერი მაწუხებს. ვმუშაობთ ეპიდემიოლოგებთან, რომ მაქსიმალურად დავაზუსტოთ საკონტაქტო წრე, გადამდები ვარ 7 სექტემბრიდან. დავემატე ხვალინდელ სტატისტიკას, გურამ როგავა რომ გამოაცხადებს”, – დაწერა თეონა ცხომელიძემ.

თეონა ცხომელიძე: “ქმარს ტელევიზიაში ჩემი დაბრუნება არ გაუხარდა”