შორენა ბეგაშვილი ე.წ. კანონიერ ქურდთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს – ლაშა ბარათელი, მეტსახელად ჭია თურქეთში ცხოვრობს

შორენა ბეგაშვილი ე.წ. კანონიერ ქურდთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს - ლაშა ბარათელი, მეტსახელად ჭია თურქეთში ცხოვრობსმსახიობი შორენა ბეგაშვილი ქმართან, ბიზნესმენ ირაკლი ნანიძესთან გაშორების შემდეგ ძვირფასი საჩუქრების ფოტოებს ხშირად აქვეყნებს, რომლებსაც საყვარელი მამაკაცი მას და მის ქალიშვილს ჩუქნის _ ევა ბარბაქაძეს ძვირადღირებული მანქანა გადასცა.

ახლახან მსახიობმა საყვარელ მამაკაცთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და ამით ჭორებიც დადასტურდა, რომ მას რომანი აქვს ე.წ. კა­ნო­ნიერი ქურდთან, ლაშა ბა­რა­თე­ლთან, იგივე ჭიასთან, რომელიც თურ­ქეთ­ში ცხოვ­რობს და თავის წრეში გავლენით სარგებლობს.

შეგახსენებთ, მსახიობის და ირაკლი ნანიძის ფარული რომანი წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ბიზნესმენს ცოლ-შვილი ჰყავდა. განქორწინების შემდეგ შორენა ბეგაშვილზე იქორწინა, მაგრამ მათი ოჯახი ერთ წელიწადში დაინგრა.