ქეთევან ქემოკლიძე ფილმში გადაიღეს – მეცოსოპრანოს კარმენი სცენიდან კინომდე

ქეთევან ქემოკლიძე ფილმში გადაიღეს - მეცოსოპრანოს კარმენი სცენიდან კინომდებერგენის ნაციონალურმა ოპერამ პეილინგ ფილმთან თანამშრომლობით გადაიღო ფილმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოპერის ,,კარმენის” შესახებ, სადაც მთავარ როლს ქართველი მეცოსოპრანო, ქეთევან ქემოკლიძე ასრულებს. ის წლებია მსოფლიო სცენებზე დიდი წარმატებით გამოდის ბოშა ქალის როლით. ფილმის სცენარი ინსპირირებულია ბიზეს უკვდავი ოპერის სიუჟეტით, რომელიც კორონავირუსით გამოწვეული სრული იზოლაციის პერიოდში ვითარდება.

გადაღებები მიდიოდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში – ესპანეთი, ნორვეგია, ინგლისი და სხვა. ქეთევან ქემოკლიძე ფილმში არა მარტო ასრულებს კარმენის პარტიას, არამედ ის გვევლინება ცნობილ ინფლუესერად, რომელსაც საკუთარი ,,ფანი” (თაყვანისმცემელი) განგმირავს.

ფილმი მალე გამოვა ეკრანებზე. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ქეთევან ქემოკლიძისათვის უკვე მეორე ფილმია ლეგენდარული ესპანელი რეჟისორის, კარლოს საურას ,,მე, დონ ჯოვანის” შემდეგ.