პომიდვრის საწებლის რეცეპტი ბელა ალანიასგან

პომიდვრის საწებლის რეცეპტი ბელა ალანიასგან ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მეუღლე, მწერალი ბელა ალანია აჯიკის რეცეპტს აქვეყნებს:
,,10 კილო პომიდორი
2 კილო წითელი ბულგარული
0,5 კილო ცხარე წიწაკა (შეიძლება 1 კილოც, ვის როგორი სიცხარის უყვარს)
ნიორი 300 გრამი (გემოვნების მიხედვით, ხან 500 გრამსაც ვუკეთებ)
მარილი გემოვნებით
1 ლიტრზე 1 ტაბლეტი ,,აცეტილ სალიცინის მჟავა”.
ქილებს არავითარი სტერილიზაცია არ უნდა. პირდაპირ ჩაასხამთ და მთელი ზამთარი არაფრის შეგეშინდეთ.
აკეთებენ სხვანაირადაც, მეტ წიწაკას უკეთებენ და მეტ მარილს, ამატებენ ადუღებულ ძმარს (ნახევარ ლიტრს) და აცლიან, დადუღდეს (სამი დღიდან ათ დღემდე.) დღეში 2-3 ჯერ ურევენ. ამ შემთხვევაში ,,ასპირინი” არ უნდა. ადრე ასე ვაკეთბდი”.