“ფრიდონ აბჟანდაძემ ჩემი ქალიშვილი ნესტანი რამდენჯერმე ისე სცემა, ფეხზე ვერ დგებოდა” – რას ყვება როზა ბოგვერაძე

"ფრიდონ აბჟანდაძემ ჩემი ქალიშვილი ნესტანი რამდენჯერმე ისე სცემა, ფეხზე ვერ დგებოდა" - რას ყვება როზა ბოგვერაძეთერჯოლაში 11 წლის გარდაცვლილი მოზარდის, ავთო აბჟანდაძის ბებია, როზა ბოგვერაძე ჟურნალ “სარკესთან” ამბობს, რომ მისი სიძე ცოლზე როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად სისტემეტურად ძალადობდა. ის ჰყვება რომ ქალიშვილი 15 წლის ასაკში გათხოვდა და ამის შემდეგ, ქმარი მასზე როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად ძალადობდა”

“ჩემს სიძეს სადისტური თვისებები ჰქონდა, სხვისი დამცირებით და ფიზიკური ძალადობით კმაყოფილდებოდა. ჩემი ქალიშვილი რამდენჯერ ისე გაულახავს, ფეხზე ვერ დგებოდა. რატომ არ აკავებდნენ ჩემს სიძეს სამართალდამცავები, არ ვიცი. იმას გეუბნებით,  წლების წინ რაც ხდებოდა. მერე ჩემი შვილი საბერძნეთში წავიდა – ეს იყო 10 წლის წინ.

მეუღლეს ვეღარ სცემდა, გოგოებს კი ეჩხუბებოდა, მაგრამ პოლიციას აღარ ვეუბნებოდით. სამართალდამცველებიც აღარ რეაგირებდნენ ამ კაცის სადისტობაზე, ყველა შეეჩვია. მეზობლებმა მითხრეს დავიღალეთ. პოლიცია რამდენჯერაც გამოვიძახეთ, იმდენჯერ გაარკვია ვინ დარეკა ცხელ ხაზზე, ჩვენც ოჯახები გვყავსო. ჩემი სიძე მათთან სახლში მივარდნილა და ოჯახები დაურბევია. აუტანელი კაცი იყო. ჩემი შვილი სანამ საბერძნეთში წავიდოდა, ეკლესიაში თმით გადაათრია და დააფიცა, ხატთან შემფიცე, რომ რასაც იშოვი, ყველაფერს სახლში გამოაგზავნიო” , -განაცხადა როზა ბოგვერაძემ.

სტატია სრული სახით სარკის მიმდინარე ნომერში წაიკითხეთ