მირიან ნიკოლაძე: ,,თქვე ნაგვებო, ხმა როგორღა უნდა ამოიღოთ!”

მირიან ნიკოლაძე: ,,თქვე ნაგვებო, ხმა როგორღა უნდა ამოიღოთ!"გუშინ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების ფარული ჩანაწერი გამოქვეყნდა, რომელიც ციხის საკანშია გადაღებული. გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატი, მირიან ნიკოლაძე ამის შესახებ წერს:

,,ახლაც დაიმართეთ ისტერიკები, რომ ,,უდანაშაულო” ანგელოზები სხედან ციხეში. ჩვენზე მეტად მგლოვიარეები და ობიექტურები ხომ იყავით და ახლა რევაზიშვილს და ხომასურიძეს შეეჯიბრეთ მკვლელობის დეტალების ცოდნაში, აბა, თქვენ იცით.

ფარული ჩანაწერი
რევაზიშვილი: ,,მე იმის მეშინოდა, ჩვენი დნმ-ი არ ამოსულიყო ჩანთაზე, თორემ პირდაპირი მტკიცებულება იქნებოდა და აღარაფერი გვეშველებოდა”.
არასრულწლოვანი ზ.ხ გიორგის ცემასა და მკვლელობაზე: ,,ვეხვეწებოდი ჩემებს, დაანებეთ თავი, მაგრამ არ ჩერდებოდნენ”.
მუქარებზე, სამომავლო დანაშაულებზე და ანგარიშსწორებებზე აღარაფერს ვამბობ… მიდით, გაათეთრეთ მკვლელები, თქვე ნაგავებო, დღეის შედეგ ხმა როგორღა უნდა ამოიღოთ!”.