ინგრედიენტები
საქონლის ან ღორის მჭლე ხორცი
ხახვი
ბოლოკი
მაიონეზი
უცხო სუნელი
ქინძის სუნელი
მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება
მოხარშული საქონლის ან ღორის ხორცი დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ ხახვთან ერთად. შემდეგ გადმოვიტანოთ თასში და ბლომად დავაყაროთ გახეხილი ბოლოკი, ასევე – უცხო სუნელი, ქინძი, მარილი, პილპილი და მაიონეზი. კარგად ამოვურიოთ და უგემრიელესი ხორცის სალათი მზად არის. გახუხულ პურზე დადეთ და გემრიელად მიირთვით.
კულინარია.ჯი