გიორგი გურგულიას 20 წლით უმცროსი ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს – ,,კაცებს არავინ გვიცავს”

გიორგი გურგულიას 20 წლით უმცროსი ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს - ,,კაცებს არავინ გვიცავს"მსაიხიობი გიორგი გურგულია 5 წლის წინ ,,სარკესთან” თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპზე ყვებოდა, როგორ შეხვდა 20 წლით უმცროს, შვილისტოლა ლარისა გიგაურს, როგორ შეუყვარდათ ერთმანეთი და როგორ იქორწინეს. მათ საერთო შვილი, მარინოლა ჰყავთ. გიორგიმ ქალიშვილს სახელი მამიდის, მუსიკოს ინოლა გურგულიას პატივსაცემად დაარქვა. გიგაური მისი მეოთხე ცოლი იყო, წინა ქორწინებებიდან სამი ვაჟი ჰყავს და შვილიშვილები ჰყავს. მისი პირველი მეუღლე პოეტ მორის ფოცხიშვილის ქალიშვილი, მხატვარი თამარ ფოცხიშვილი იყო.

გიორგი გურგულიას მეოთხე ქორწინებაც უიღბლო აღმოჩნდა, წყვილი 1 წლის წინ ერთმანეთს გაშორდა. ზაფხულში ყოფილმა ცოლმა მსახიობს უჩივლა და ამის გამო საპატიმროშიც იჯდა. საქმეს სასამართლო განიხილავს.

მსახიობი ამბობს, რომ უდანაშაულოა და ქალიშვილის დედაზე არასოდეს უძალადია. ამ ყველაფერს კი ყოფილი ცოლის ყოფილ დაქალს აბრალებს.

-იმ გოგომ საჩივარში სისულელე ჩააწერინა. „ნაცია“ და თან რამდენიმე თვის წინ დამემუქრა, შენ ნახე, თუ არ გაგამწაროო. საჩივარში დააწერინა, რომ მე ხუთი წლის წინ ბავშვის თანდასწრებით ვითომ ხელი დავარტყი. მოიგონა ეს ამბავი.  რა თქმა უნდა, ტყუილია. ნაცები საარჩევნოდ მიჩალიჩებენ.

იმ დღეს იქ ვიყავი მისული, ბავშვი არ იძინებდა, ჩემმა მეუღლემ მომაყენა შეურაცხყოფა, გავბრაზდი და ვუთხარი, ჩემი ნაჩუქარი ტელეფონი დაებრუნებინა. მომცა ეს ტელეფონი და შემდეგ დამემუქრა, დღესვე თუ არ დამიბრუნებ, ნახე, რას გიზამო და პოლიციაში გაუკეთებია განაცხადი.

დამიბარეს ძველი თბილისის განყოფილებაში, 30 ივლისს დამაკავეს, 2 აგვისტომდე ვიჯექი გლდანის ციხეში. მომცეს ერთთვიანი შემაკავებელი ორდერი, რომელსაც ვადა გაუვიდა. იმის შემდეგ ცოლს ზღვაზეც ჩავაკითხე და ჩამოვიყვანე. არანაირი პრობლემა არ არის, ყოფილი მეუღლეც გაკვირვებულია.

იცავენ ქალის უფლებას, ბავშვის, ძაღლის, ცხოველის და მამაკაცის უფლების დამცველი არ არსებობს. ახლა გადავწყვიტე, რომ გავაკეთო ორგანიზაცია, რომელიც მამაკაცთა უფლებებს დაიცავს. ნებისმიერი ტყუილი შეიძლება დაგაბრალონ. არანაირი ექსპერტიზა არ სჭირდება და არც მოწმეა საჭირო, შეიძლება დაგაპატიმრონ არაფრის გამო, – ყვება გიორგი გურგულია ,,ფორტუნასთან” და ,,პრაიმტაიმთან”.

გიორგი გურგულია ყველა ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ყოფილ ცოლებთან მეგობრობს. ის ქალებზე, შვილების დედებზე სხვადასხვა ინტერვიუებში ყვება:

-ლარისა ჩემი მეოთხე მეუღლეა. ახლა 30 წლის გახდა, ჩემი უფროსი ვაჟის ტოლია. ქალიშვილი შეგვეძინა. სამი ვაჟი მყავს და გოგონაზე ყოველთვის ვოცნებობდი. ეს რაღაც ახალი, დიდი და ძალიან სასიამოვნო პასუხისმგებლობაა. სულ ვცდილობ, სახლში დროზე მივიდე და პატარას ყურადღება მივაქციო…

მამაკაცები ქალების­თვის ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო­ე­ბი უნდა იყ­ვნენ. ქალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში კაც­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­იც­ვას ბა­რი­ე­რი. ნე­ბის­მი­ე­რი უხე­შო­ბა ქალს ძა­ლი­ან ამახ­სოვ­რდე­ბა. ასი გა­კე­თე­ბუ­ლი სი­კე­თე შე­იძ­ლე­ბა ერთი უხე­შო­ბით და­ან­გრიო.

ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი კი ცოლ-ქმრის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მე­გობ­რო­ბაა. თვალ­თმაქ­ცო­ბა­სა და ტყუ­ილს, ჯო­ბია, ცოლს სი­მარ­თლე უთხრა…

რო­გორც მე­გო­ბა­რი, ყვე­ლა მე­უღ­ლე მიყ­ვარს. უბ­რა­ლოდ, ჩვენ შო­რის სა­წო­ლი აღარ არ­სე­ბობს. ისი­ნი ჩემ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რო­გორც ჩემი შვი­ლე­ბის დე­დე­ბი… ქალს კაცი ფი­ზი­კუ­რად რომ შე­ე­ხე­ბა, ეს ყვე­ლა­ფერს ან­გრევს. ძვე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნა ამ შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლი­ან რთუ­ლია. ამი­ტომ ყვე­ლა კაცს ვურ­ჩევ, სი­ფა­ქი­ზის გრძნო­ბა და­იც­ვან. როცა ადა­მი­ა­ნი სიყ­ვა­რულს ტო­ვებ, რთუ­ლია. არ მეს­მის ისე­თი ოჯა­ხე­ბის, რომ შორ­დე­ბი­ან და შვილს არ აჩ­ვე­ნე­ბენ ერ­თმა­ნეთს.