დავით ძიძიგურის და სოფო ბედიას დუეტი – ,,ამ სიმღერამ სული ამიფორიაქა”

დავით ძიძიგურის და სოფო ბედიას დუეტი - ,,ამ სიმღერამ სული ამიფორიაქა"ალექანდრე ბასილაიას ულამაზესი სიმღერა ,,მერე” სოფო ბედიას და დავით ძიძიგურის შესრულებით (გადადით ბმულზე).

-მე და დათო 15 წლის მეგობრები ვართ. ფაქტობრივად მის ხელში გავიზარდე, ამიტომ ძალიან დიდი ხანი გვინდოდა დუეტის ჩაწერა. გადავწყვიტეთ, ალექსანდრე ბასილაიას სიმღერა ,,მერე” ჩაგვეწერა, რომელსაც იგი მეუღლესთან,  ლუიზა კობალაძესთან ერთად ასრულებდა. სიმღერა ჩაიწერა ცირა ბზიშვილის სტუდიაში და არანჟირებაც ცირას ეკუთვნის, – ყვება სოფო ბედია ,,კვირა.ჯი”-სთან.
სოფოს და დათოს ხმები ძალიან უხდება ერთმანეთს, როდესაც დათომ მითხრა, რომ კლიპი გადამეღო, მოვუსმინე სიმღერას მათი შესრულებით. სიმღერამ სული ამიფორიაქა და დავთანხმდი ამ კლიპის რეჟისორობაზე, – ამბობს კლიპის რეჟისორი ნატო დუმბაძე ინტერნეტგამოცემასთან.