,,ჩემს შვილს დღემდე ველოდები” – ვინ იყო თბილისელი ბიჭი, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტს შეეწირა

,,ჩემს შვილს დღემდე ველოდები" - ვინ იყო თბილისელი ბიჭი, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტს შეეწირატრაგედიას, რომელმაც მთელი მსოფლიო შეცვალა, თბილისელი ბიჭი, საშა ლიგინიც შეეწირა. ზუსტად 19 წლის წინ, 11 სექტემბრის ტერაქტს ემსხვერპლა იმ საბედისწერო დღეს საშა სავაჭრო ცენტრში, თავის ოფისში იმყოფებოდა.

საშა ლიგინის ოჯახის ყველა წევრი მამა-პაპით თბილისელი გახლდათ. ისიც თბილისში დაიბადა – 1973 წლის 16 იანვარს. 2001 წლის დასაწყისში მან  Microsoft-სა და Cantor Fitzgerald-ში მუშაობის მიწვევა მიიღო. არჩევანი Cantor Fitzgerald-ზე შეაჩერა და 2001 წლის თებერვალში ამ ფირმის პროგრამისტად დაიწყო მუშაობა. რამდენიმე თვეში კი ტერორისტების მსხვერპლი გახდა. დედამ შვილი დნმ-ის ანალიზით ამოიცნო.

– ტერაქტის შემდეგ ყველა გავიქეცით საავადმყოფოში, საგანგებო პუნქტში, ცენტრში. ჩვენ ვცდილობდით მისი პოვნას… 3 თვის შემდეგ მამამისი გარდაიცვალა. მას აღარ სურდა ცხოვრება. ჩვენ გვყავდა მისი ძაღლიც, რომელიც სულ ტიროდა და ისიც მოკვდა… თუ გეტყვით, რომ ახლაც შვილს ველოდები, დამიჯერებთ? – ყვება საშას დედა, ვალენტინა ლიგინი ერთ-ერთ ინტერვიუში.

საშა ლიგინს ძალიან უყვარდა ლიტერატურა და საოცარ მოთხრობებსა და ლექსებს წერდა. ნიუ იორკში გადასვლის შემდეგ ფოტოგრაფიითაც იყო გატაცებული. 2000 წელს მიიღო პროფესიონალი ფოტოგრაფის ლიცენზია და ამერიკული ჟურნალის Today,s Photograpy-ს ფოტოკორესპონდენტიც გახდა. იმავე წელს თავის მეგობარ მარკ როგოვთან ერთად საკუთარი ფირმა გახსნა. საშა ამ ფირმის პრეზიდენტი იყო და შვიდკაციანი კოლექტივის საქმიანობას თავად ხელმძღვანელობდა. მას 2001 წლის 20 ოქტომბერს ქორწილი უნდა ჰქონოდა…

საშა ლიგინი ნიუ იორკშია დაკრძალული. დღეს მისი ოჯახი სამხრეთ კაროლინაში ცხოვრობს.