,,32 წლის თამთა ჯანჯღავა ქმარმა მოკლა” – 2 შვილის დედის ცხედარი სტამბულში იპოვეს

,,32 წლის თამთა ჯანჯღავა ქმარმა მოკლა" - 2 შვილის დედის ცხედარი სტამბულში იპოვეს32 წლის თამთა ჯანჯღავას ცხედარი თურქეთშიმ სტამბულში, ჩაკეტილ სახლში იპოვეს.

როგორც „პრაიმტაიმს“ გარდაცვლილის ახლობლები უყვებიან, ახალგაზრდა ქალი ქმარმა დანით დაჩეხა და სახლიდან გაიქცა. გარდაცვლილს სენაკში ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

ახლობლების გადმოცემით, ქმარი ცოლზე სისტემატიურად ძალადობდა და მკვლელობის მცდელობას წარსულშიც ჰქონდა ადგილი.

თამთა ჯანჯღავას ახლობელი, სალომე კურდღელია სოციალურ ქსელში წერს:

„მისმა არაადამიანმა ქმარმა თურმე 2 დღის წინ სიცოცხლეს ულმობლად  გამოასალმა და ვითომც აქ არაფერი მომხდარაო, ისე გაიხურა კარი და წავიდა (იმედია მოუსავლეთში)!

მაპატიე თამთა მეც და ყველას, ვისაც შეგვეძლო და არ დაგიცავით! ვინც იცოდა და ხმა არ აიმაღლა! გვიანია, მაგრამ მე მაინც გთხოვ ჩემს წილ პატიებას! ყველა პოტენციური მკვლელია, ვინც 0,1% მაინც ეცდება იმ არაკაცის გამართლებას ნებისმიერი ფორმით!.. თამთა აღარ ჰყავს მის შვილებს, მის დედმამიშვილებს და მის ახლობლებს! ჩემო ანგელოზად გაფრენილო თამთუ!იქით იმიერში ანათე და ასხივე აწი“.

პრაიმტაიმი