,,30 წუთის წინ ჩემი ფანჯრების ქვეშ გოგო და ძაღლი ადგილზე მოკლა მანქანამ” – ტრაგედია რუსთავში

,,30 წუთის წინ ჩემი ფანჯრების ქვეშ გოგო და ძაღლი ადგილზე მოკლა მანქანამ'' - ტრაგედია რუსთავშირუსთავში ტრაგედია დატრიალდა. გოგონას, რომელიც ძაღლს ასეირნებდა, მანქანა დაეჯახა. თვითმხილველი ფეისბუქში წერს:

,,ერთი კამერა და ერთი ,,ბუგაროკი” არ არის მთელ რუსთაველზე, რომ გიჟად მოსიარულეები გააჩეროს. 30 წუთის წინ ჩემი ფანჯრების ქვეშ გოგო და ძაღლი ადგილზე მოკლა მანქანამ, რომელიც გიჟივით დადიოდა .საშინელებაა და ასე   დადის უმრავლესობა რუსთაველზე, იმიტომ, რომ არც კამერაა, არც ,,ბუგაროკები” და ერთადერთი შუქნიშანი ბალანჩივაძემდე. საქართველოს საპატრულო პოლიცია”, – წერს სოციალურ ქსელში შეშფოთებული მოქალაქე.