,,თამო არღვლიანი სიცოცხლისთვის იბრძვის, ვილოცოთ” – ავარიაში დაშავებული ცხუმარის თემიდან არის

,,თამო არღვლიანი სიცოცხლისთვის იბრძვის, ვილოცოთ" - ავარიაში დაშავებული ცხუმარის თემიდან არისშატილის გზაზე მომხდარ ავარიას ცოცხალი 3 ადამიანი გადაურჩა, მაგრამ სამივე უმძიმეს მდგომარეობაშია. მძიმედ დაშავებულიდან ერთ-ერთი თამო არღვლიანია, წარმოშობით ცხუმარის თემიდან, _ ამის შესახებ სვანეთინიუსი წერს.

,,ის ამ წუთებში სიცოცხლისთვის იბრძვის… მისი ბოლო პოსტი ფეისბუქზე ასეთია: შეიძლება საკუთარი თავისთვის ძალა არ გქონდეს, მაგრამ სხვისთვის უნდა მონახო!”. ვილოცოთ მათი გადარჩენისთვის”, – წერს სვანეთინიუსი და თამო არღვლიანის ფოტოს აქვეყნებს.