შემზარავი ავარია თბილისში – დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 3 არასრულწლოვანი

შემზარავი ავარია თბილისში - დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 3 არასრულწლოვანიმსხვერპლი მოჰყვა ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში – თვითმხილველების ინფორმაციით, ფონიჭალაში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 3 არასრულწლოვანი. მათივე ცნობით, კიდევ ერთი პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. რა გახდა ავარიის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

ადგილობრივები ყვებიან, რომ დიდი სისწრაფით მიმავალი მანქანა ჯერ საცხოვრებელ სახლს, შემდეგ კი ქორწილიდან მომავალ ადამიანებს დაეჯახა.

ცნობილია, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მთავარი