საქართველო 17 ახალგაზრდას გლოვობს – ,,20-დან 4 ცო­ცხა­ლი ამო­ვიყ­ვა­ნეთ და ერთი მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა”

საქართველო 17 ახალგაზრდას გლოვობს - ,,20-დან 4 ცო­ცხა­ლი ამო­ვიყ­ვა­ნეთ და ერთი მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა"საქართველო 17 ახლგაზრდას გლოვობს. რამდენიმე საათის წინ, 23 აგვისტოს შა­ტი­ლის გზა­ზე, სოფელ ბისოს სიახლოვეს მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი 80 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და. 20 მგზავრიდან 17 გარდაიცვალა, 3 კი მძიმე მდგომარეობაშია. ,,კურიერის” ინფორმაციით, დაღუპულთა უმრავლესობა ერთი კომპანიის წარმომადგენელია. ისინი ორდღიან ტურში აბუდელაურის ტბებზე მიდიოდნენ. მათი ტრანსპორტირება ,,თრეველ.ჯი”-მ უზრუნველყო.

გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი გაჩერებულ სატვირთო მანქანას დაეჯახა და კლდეში გადაიჩეხა.

თვითმხილ­ვე­ლი ამბები.ჯი-სთან ყვება, რომ ყველანი 30 წლამდე ახალგაზრდები არიან.

-ხევში ჩასულს სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თი დამ­ხვდა. 20-დან 4 ცო­ცხა­ლი ამო­ვიყ­ვა­ნეთ და ერთი მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. ერთი ქალ­ბა­ტო­ნი იყო კონ­ტაქ­ტუ­რი და მხო­ლოდ იმას ამ­ბობ­და, მტკი­ვა, ნე­ლაო. ყვე­ლა­ნი 30 წლამ­დე არი­ან, – მოუყვა თვითმხილველი ამბები.ჯი-ს.

დაღუპულთა ოჯახებს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიუსამძიმრეს.

ამბები.ჯი-ს ფოტოები