რობერტ როდრიგესის ცოდვილთა ქალაქი და სხვა საუკეთესო ფილმები

რობერტ როდრიგესის ცოდვილთა ქალაქი და სხვა საუკეთესო ფილმებიკოტიკო გოგინაშვილი

ჩემს ახალ სტატიაში განვიხილავ ცნობილი ამერიკელი რეჟისორის რობერტ როდრიგესის ყველაზე გამორჩეულ ფილმებს.

რობერტ როდრიგესის ცოდვილთა ქალაქი და სხვა საუკეთესო ფილმებიცოდვილთა ქალაქი

რობერტის ნამუშევრებიდან ყველაზე მაღალი რეიტინგი სწორედ ამ შავ-თეთრ კრიმინალურ დრამას აქვს, რომელიც 2005 წელს გამოვიდა. ფილმის სათაური აღნიშნავს იმას, რომ ამ ქალაქში ცხოვრობს ბევრი დამნაშავე და არაკანონიერი საქმიანობობით ხალხი თავს ირჩენს.

ცოდვილთა ქალაქი არის ადგილი, სადაც ცოდვა არის ცოდვის არჩადენა.

პირველი ფილმის სიუჟეტი დაყოფილია სამ ნაწილად” 1) შურისძიება;  2) პოლიციელები vs მსუბუქი ყოფაქცევის ქალები; 3) სერიული მკვლელი, სახელად ყვითელი ნაბიჭვარი.

შურისძიება

ქალაქში ცხოვრობს ბრუტალური მკვლელი მარვინი, რომლის მიზანია, იპოვოს გოლდის (მარვინის საყვარელი ქალი) მკვლელი და მოკლას. ამის გაკეთება ჩვეულებრივი ადამიანისთვის არც თუ ისე ადვილია, თუმცა მარვინი გამონაკლისია. ის სხვებს არ ჰგავს, იგი ნამდვილი გოლიათია, მას შეუძლია ხელის ერთი მოქნევით 3-4 ადამიანი იმქვეყანდ გაუშვას, თან ჩვენი გმირი შეპყრობილია შურისძიების წყურვილით. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ გოლდის მკვლელის დღეები დათვლილია, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ არის.  კევინი (გოლდის მკვლელი) საკმაოდ მოქნილი და სწრაფი ბიჭია. ალბათ, მთელ ფილმში ერთადერთი პერსონაჟია კევინი, რომლის დამარცხება შურისმაძიებელ მეომარს გაუჭირდა. თუმცა მარვინმა მიზანს მიაღწია, მან კევინი ჯოჯოხეთური წამებით მოკლა (მოაჭრა ფეხები და ხელები, ამის შემდეგ კი კევინის დარჩენილი სხეული ერთ  ძაღლს საჯიჯგნად გადაუგდო).

პოლიციელები vs მსუბუქი ყოფაქცევის ქალები

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ კოპებს პროსტიტუციის მიმართ,  მაგრამ ვერცერთმა რეჟისორმა  ვერ გადმოსცა ეკრანზე ამ ორი მხარის დაპირისპირება ისე კარგად, როგორც რობერტ როდრიგესმა. ფილმის ყურებისას თქვენ ძალიან კარგად დაინახავთ მეძავთა სიძულვილს პოლიციის მიმართ. ამას, რა თქმა უნდა, აქვს ლოგიკური ახსნა – პატრული ხშირად აპატიმრებს მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს.

ცოდვილთა ქალაქთან ახლოს არის ძველი ქალაქი – პროსტიტუციის ბუდე, სადაც საპატრულო მანქანების დანახვაზე იქაური ქალები ცოფიანი ძაღლებივით აგრესიულები ხდებიან.  აქედან გამომდინარე, მაყურებლისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მათი მტრობა სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. მიზეზი კი ერთ-ერთი პოლიციელის, ჯეკ რაფერტის, სიკვდილია, რომელმაც სწორედ ძველ ქალაქში გაატარა თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წუთები. საბოლოოდ, ამ მატრიარქატულ – პატრიარქატულ ომში მანდილოსნებმა გაიმარჯვეს. სამართალდამცველებმა სამაგიეროს გადახდა ვერ მოახერხეს და თვითონაც გახდნენ იმქვეყნიური სამყაროს (სამოთხე ან ჯოჯოხეთი) სტუმრები.

სერიული მკვლელი, სახელად ყვითელი ნაბიჭვარი

ეს ამბავი ეხება ერთ ასაკოვან პოლიციელ ჯონ ჰარტიგანს, რომლის მიზანია, დაიცვას ახალგაზრდა ქალი, ნენსი კელეჰენი, სერიულ მკვლელ ყვითელ ნაბიჭვრისგან.

ვინ არის ეს ყვითელი ნაბიჭვარი?

სახელი საკმაოდ შემაშფოთებელია. გარეგნობის დასახასიათებლადაც სწორედ ასეთი ზედსართავი სახელების გამოყენება დაგვჭირდება. ჩვენი უარყოფითი გმირი არის სენატორ რორკის შვილი. იგი საკმაოდ გავლენიანი პირია მთელ ქალაქში. და მაინც რატომ შეარქვა როდრიგესმა ასეთი უცნაური სახელი? იმიტომ, რომ ერთ დღეს ჯონ ჰარტიგანმა დაასახიჩრა სენატორის ვაჟი, რის გამოც საბრალო ბიჭს მოუწია ოპერაციის გაკეთება და შენიღბვა. ჯონ ჰარტიგანმა იცის ყვითელი ნაბიჭვრის გეგმები, ამიტომაც სურს გამოცდილ გამომძიებელს ნენსის დროულად პოვნა, რათა კელეჰენის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.

ნენსი კელეჰენი არის ერთ-ერთი ღამის კლუბის მოცეკვავე, მის პერფორმანსებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვება ხოლმე. საბრალო გოგოს წარმოდგენაც არ აქვს, რომ მის თავზე ნადირობს ფსიქიკურად შეშლილი მანიაკი. ბევრი თავგადასავლის შემდეგ ამ სექსუალურ- მანიაკურ სამკუთხედში მხოლოდ ეშხიანი ახალგაზრდა ქალი გადარჩა. ყვითელი ნაბიჭვარი ჰარტიგანმა განგმირა, ხოლო ფილმის ბებერი ლომი მიხვდა, რომ სენატორის შვილის მოკვლის შემდეგ მისი ცხოვრება ჯოჯოხეთს დაემსგავსებოდა და გადაწყვიტა რაც შეიძლება უფრო მალე დაეტოვებინა ცოდვილთა ქალაქის წუთისოფელი – თვითმკვლელობის საშუალებით.

რობერტ როდრიგესის ცოდვილთა ქალაქი და სხვა საუკეთესო ფილმებიმზის ჩასვლიდან განთიადამდე

ახლა გადავიდეთ როდრიგესის ბევრად უფრო შემზარავ ნამუშევარზე. 1996 წელს გამოვიდა ფილმი ,,მზის ჩასვლიდან განთიადამდე’’

მოვლენები ვითარდება ამერიკისა და მექსიკის საზღვარზე, სადაც ორმა ძმამ გაქურდა ტეხასის ერთ-ერთი ბანკი და ცდილობენ დათქმულ დროს შეხვდნენ თავიანთ ბოსს, ერთ თითქოს უბრალო მექსიკურ ღამის კლუბში.  გზაზე კი ძმები გეცკოები მოიპარავენ ფურგონს და ფურგონში მცხოვრებ ოჯახსაც თან წაიყვანენ.

თითქოს ჩვენმა ქურდბაცაცა ძამიკოებმა მიზანს მიაღწიეს და ყველანაირი დაბრკოლება გადალახეს, მაგრამ წარმოდგენაც კი არ აქვთ, რომ სწორედ ის პატარა სტრიპტიზ დაწესებულება ღამღამობით გადაიქცევა ხოლმე ვამპირთა სასადილოდ. რა უნდა ქნან ასეთ რთულ სიტუაციაში ჩვენმა ბანდიტებმა? ანალოგიური კითხვის დასმა შეგვიძლია საბრალო გატაცებულ ოჯახზე, რომელიც თავისთვის მოულოდნელად ზედმეტად დიდ შარში გაეხვია.

მოვლენების გაანალიზებისთვის და აზრზე მოსასვლელად ვამპირთა კერძებს დრო არ აქვთ, ამიტომაც ისინი იწყებენ მოქმედებას, ანუ ბრძოლას. ამ გრძელმა სისხლიან- ვანდალურმა ომმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეწირა. რიჩარდ გეცკო ვამპირი გახდა და აქედან გამომდინარე, სიცოცხლის ბოლო წამები სისხლისმსმელი მონსტრის იმიჯით გაატარა, ხოლო მისი ძმა სეტი კეიტთან (მძევლად აყვანილი ოჯახის ერთ-ერთი წევრი) ერთად გადარჩა.

რობერტ როდრიგესის ცოდვილთა ქალაქი და სხვა საუკეთესო ფილმებიერთხელ მექსიკაში

2003 წელს რობერტმა გადაწყვიტა მაყურებლებისთვის დაეხატა კრიმინალური მექსიკის პორტრეტი.

ფილმის სცენარის მოყოლა დიდ დროს წაიღებს, რადგან სიუჟეტი ჰგავს გაი რიჩის ჩახლართულ კრიმინალური დრამების სიუჟეტს. განსხვავება ის არის, რომ რიჩის შემოქმედებებში მეტი იუმორია, ვიდრე რობერტ როდრიგესისაში.

მოკლედ და კონკრეტულად ვიტყვი –  თუ თქვენ გინდათ გაეცნოთ მექსიკის კოლორიტებს, იქაურ ბანდიტების რამდენიმე კატეგორიას, ასევე პრეზიდენტის ჩამოგდების სადისტურ ვერსიებს, მუსიკოსს, რომელიც გიტარასთან ერთად თოფით არის დაბადებული. მაშინ ფილმი ,,ერთხელ მექსიკაში’’ თქვენს იმედებს გაამართლებს.