მარიანა იოსებაშვილს რიგაში ლამაზი კვების ავტორი უწოდეს – 18 ქვეყანა და ისევ გამარჯვება

მარიანა იოსებაშვილს რიგაში ლამაზი კვების ავტორი უწოდეს - 18 ქვეყანა და ისევ გამარჯვება,,ლამაზი კვების ავტორი” _ ასე შეფასდა ექიმ-დიეტოლოგ მარიანა იოსებაშვილის კვება რიგაში გამართულ კონგრესზე, სადაც ჯანსაღი კვების საფეხურები და სწორი ბალანსი ფასდებოდა. კონკურსში იყო 62 საკითხი, რომლებზეც 21 დიეტოლოგს თემის სახით პასუხები უნდა გაეცა და ყველა საკითხის პასუხი მხოლოდ ერთი გვერდი უნდა ყოფილიყო.

კონკურსში 18 ქვეყანა მონაწილეობდა. ამჯერადაც არავინ გავუშვით წინ და ლამაზი ოქროს მედლით დამშვენებული წერილი მივიღეთ, სადაც წერია: ,,თქვენ მოგენიჭათ საუკეთესო კვების ავტორის წოდება, რომელმაც 17 ქვეყანაში მოიპოვა გამარჯვება!” (მე-18 ქვეყანა ჩვენ ვიყავით).

...

ეს არის ის მწვერვალი, რომელზე ასვლაც  ადვილი არ არის და ამას დიდი შრომა სჭირდება. ქართველმა დიეტოლოგმა მსოფლიოს მასშტაბით გამართულ კონგრესზე პირველი ადგილი უკვე მეორედ აიღო.

__ ქალბატონო მარიანა, გაგვიმხილეთ, როგორ აღწევთ ამხელა გამარჯვებებს.

_ მე დღესაც ვსწავლობ, მთელი სული და გული დიეტოლოგიაში ჩავდე. ჩემი წარმატების მიზეზი კი დიდი რწმენაა, ასევე _ ჩემი ოჯახი და უსაყვარლესი პაციენტები. მე შევძელი მსოფლიოსთვის და, რაც ყველაზე მთავარია,  საქართველოსთვის მიმეწოდებინა კვების რეჟიმი, რომელმაც უამრავი ადამიანი ფეხზე დააყენა, უამრავ ადამიანს მოუგვარა ჯანმრთელობის პრობლემები.

ჭარბი წონა _ ეს საუკუნის დაავადებაა და ის დამარცხდა კვებით, რომელიც უგემრიელესია და ,,ლამაზი კვება” შეარქვეს. მე კიდევ და კიდევ მაღლა ავალ და ამ კვებას საქართველოსაც უკეთესად გავაცნობ და მთელ მსოფლიოსაც.

__ როგორც ვიცი, ამ საქმეში თქვენი ქალიშვილი, სალომე ბარბაქაძეც გვერდით გიდგათ.

მარიანა იოსებაშვილს რიგაში ლამაზი კვების ავტორი უწოდეს - 18 ქვეყანა და ისევ გამარჯვება_ დიახ. ჩემს პაციენტებს მხოლოდ ჩემს შვილს ვანდობ! სალომე როცა ისრაელის კლინიკაში სამუშაოდ გავიდა, მთელ კლინიკაში ყველაზე პატარა ექიმი იყო. ერთად ბევრი გეგმა გვაქვს.

მარიანა იოსებაშვილს რიგაში ლამაზი კვების ავტორი უწოდეს - 18 ქვეყანა და ისევ გამარჯვება ეს ,,ლამაზი კვება” დაწყებულია ფეისბუქჯგუფებით ,,მარის რეჟიმი”, რომელიც  უკვე მსოფლიო ასპარეზზეა და ბადალი არ ჰყავს. მთელი მსოფლიოს მოსახლეობისთვის არის მარაფონები, რომლებსაც მარიანა ექიმი და თავისი კონსულტანტები ყურადღებას არ აკლებენ და შედეგებიც სახეზე გვაქვს. მორიგი კონგრესი უკვე ჟენევაშია და ქართველი ექიმი იქ წარსადგომადაც დიდი შემართებით ემზადება.

_ ჟენევაშიც პირველი ადგილი მელოდება. აი, ეს რწმენაა, რასაც გამარჯვება მოაქვს, _ ამბობს მარიანა იოსებაშვილი.

ქალბატონ მარიანას ვუსურვებთ წარმატებას, ჯანმრთელობას და მუდამ დიდ გამარჯვებას ცხოვრების ასპარეზზე! აქვე გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს მისი ჯადოსნური კვებიდან.

ჯადოსნური რეცეპტები მათთვის, ვისაც გახდომა სურთ

რეცეპტი 1

სადილის ინგრედიენტები: ქათმის ფილე 250 გრ, კეფირი 100 მლ, ყვავილოვანი კომბოსტო 200 გრ (მოხარშეთ და გააკეთეთ პიურე), 1 ცალი კვერცხი, ყველი 50 გრ, მარილი, პილპილი, მდოგვი.

მომზადება: ქათმის ფილე კუბიკებად დავჭრათ, სუნელები ავურიოთ და კეფირი მოვასხათ (იმდენი უნდა იყოს, რომ ხორცი  დაფაროს) და მაცივარში რამდენიმე საათი გავაჩეროთ. კომბოსტოს პიურეს დავუმატოთ კვერცხი, სუნელები და კარგად ავურიოთ. მომზადებული ხორცი ფორმებში ჩავდოთ, ზემოდან ყვავილოვანი კომბოსტოს პიურე დავადოთ და 180-200° ტემპერატურაზე გამოვაცხოთ. 40-45 წუთის შემდეგ გახეხილი ყველი მოვაყაროთ და შეწითლებამდე გამოვაცხოთ.

რეცეპტი 2

სადილის ინგრედიენტები: ქათმის გულები 150 გრ, სოკო 150 გრ, სტაფილო 1 ცალი, ხახვი 1 ცალი, მაწონი 5%-იანი 100 მლ, ზეითუნის ზეთი 1 ჩ.კ. ბრინჯი (დაორთქლილი) 50 გრ, მწვანილი.

მომზადება: ხახვი დავჭრათ და ზეთთან ერთად 2-3 წუთი მოვშუშოთ. შემდეგ დავამატოთ შუაზე გადაჭრილი გულები, სოკო, გახეხილი სტაფილო და მაწონი. 2 წუთით ადრე, სანამ მზად იქნება, მწვანილი დავამატოთ. ბრინჯი ცალკე მოვხარშოთ მარილწყალში. შემდეგ მომზადებული გულები და ბრინჯი ლამაზად დავალაგოთ თეფშზე და მივირთვათ.

რეცეპტი 3

სადილის ინგრედიენტები: ქათმის ფილე 100 გრ, გახეხილი ყველი 20 გრ, 1/2 ფორთოხალი, 1/2 სტაფილო, ოხრახუში, სუნელები გემოვნებით.

სალათის შესაკმაზი სოუსი: ერთი კბილი ნიორი, პიტნის 6 ფოთოლი, ½ ჩ.კ. ფორთოხლის ცედრა, 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი, 1 ს.კ. ვაშლის ძმარი, 2 ს.კ. ფორთოხლის წვენი, მარილი, სუნელი გემოვნებით. ამ ინგრედიენტებით სოუსს  ვამზადებთ.

მომზადების წესი: ქათმის ფილე პატარა კუბიკებად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი, სუნელი და დავბრაწოთ. შემწვარ ფილეს დავუმატეთ გახეხილი სტაფილო და ფორთოხლის  დაჭრილი რბილობი. დავასხათ სოუსი და ნაზად  ამოვურიოთ. შემდეგ გახეხილი ყველით მოვრთოთ.

დაბოლოს, ხშირად ისმის კითხვა, როგორ მივიდეთ მარიანა ექიმამდე. ამისთვის გახსნილია ონლაინ ჯგუფები ,,ფეისბუქში”, სახელით ,,მარის რეჟიმი”. ხოლო ვისაც სურს, შეუძლია დაუკავშირდეს მარიანა იოსებაშვილის კონსულტანტებს საქართველოში.

ტელ: 557 18 01 08;  571 15 11 86;  568 66 91 10