დეა ცეცხლაძე – ფოტოგმირი რუსეთ-საქართველოს ომიდან

დეა ცეცხლაძე - ფოტოგმირი რუსეთ-საქართველოს ომიდან2008 წლის 9 აგვისტოს დეა ცეცხლაძე 9 თვის იყო. მისმა 11 წლის წინანდელმა ფოტომ მსოფლიო მოიარა.
ქალი, რომელსაც დეა ხელში უჭირაცს, მისი მამიდაა და ვერხვების დასახლების დაბომბვამდე ბავშვის უსაფრთხო ადგილას გადაყვანას ცდილობდა.

დეა მაშინ გორში ცხოვრობდა. ომის შემდეგ მისი ოჯახი ბათუმში გადავიდა და სკოლაშიც იქ სწავლობს.

-8 წლის ვიყავი, როდესაც დედამ ეს ფოტო მაჩვენა, მითხრა რომ ომში მოვყევი, ქალაქი იბომბებოდა და ა.შ. ალბათ იმ დღეების ბრალია, რომ დღეს ფეიერვერკების გასროლაზეც შიში მიპყრობს. რაღაც ემოციები მიჩნდება სროლის ხმაზე”, – ამბობს დეა ცეცხლაძე.

რადიო მოზაიკა