ანი გიუნტერი: ,,ახლა ჩემი ცხოვრების ყველა მომენტით ვტკბები”

ანი გიუნტერი: ,,ახლა ჩემი ცხოვრების ყველა მომენტით ვტკბები"ტელეწამყვანი ანი გიუნტერი:

-მე მაქვს ერთი თვისება – ხშირად ვაწყობ რევიზიას მაცივარში. ჩემს სახლში ვერასდროს ნახავთ დიდი რაოდენობით ტკბილეულს. ხანდახან აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ სახლში ერთი კოვზი შაქარიც არ გვაქვს, რადგან არც მე და არც ჩემი შვილები არ ვიყენებთ. ფაფასაც კი შაქრის გარეშე ჭამენ.

ვცდილობ, რაციონი სასარგებლო პროდუქტებით გავამდიდრო, მაგალთად, კურკუმას ბევრ საჭმელში  ვიყინებ. ლიმონათების ნაცვლად კი მთელი ოჯახი ჯანჯაფილიან და ჯინჯერიან წყალს ვსვამთ. მაწვნის სუპში ვამატებ ნადუღს და ხაჭოს, რადგან ჩემს შვილებს  სხვანაირი არ უყვართ. კატლეტებს ცხიმში არ ვწვავ, ღუმელში ვაცხობ.

– რა ეტაპია 33 წელი თქვენთვის?

– ყველა ასაკს თავისი ემოცია ახლავს. ამ ეტაპზე ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ უკვე გადავლილია. ახლა ის პერიოდია, როცა ცხოვრების ყველა მომენტით ვტკბები.

სარკე