“3 დღე საბავშვო ბაღში – 2 კვირა  სახლში” – როგორ შევამციროთ ავადობის რისკი? – ბრონქო-მუნალი – საუკეთესო საშუალება სასუნთქი სისტემის იმუნიტეტისთვის

"3 დღე საბავშვო ბაღში - 2 კვირა  სახლში" - როგორ შევამციროთ ავადობის რისკი? - ბრონქო-მუნალი - საუკეთესო საშუალება სასუნთქი სისტემის იმუნიტეტისთვისსასუნთქი სისტემის ინფექციები ხშირი პათოლოგიაა როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში. უმრავლეს შემთხვევაში ისინი 6-8-ჯერ მეორდებიან წელიწადში და მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფექციები არ არის მძიმე ფორმით მიმდინარე და თვითგანკურნებით მთავრდება, ისინი არაიშვიათად სერიოზულ სამედიცინო, სოციალურ და ეკონომიურ პრობლემებს უქმნიან როგორც ბავშვებს და ოჯახს, ასევე მთლიანად საზოგადოებას.

ამ პრობლემების შესახებ გვესაუბრება თსსუ პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს პედიატრთა ასოციაციის გენერალური მდივანი ნუგზარ უბერი.

– რა განაპირობებს სასუნთქი გზების  ინფექციების სიხშირეს და როგორია მათი პროფილაქტიკა ამ დროს?

– იმუნოლოგიური უმწიფრობა, გენეტიკური თავისებურება და გარემო ფაქტორები განაპირობებენ ამ ინფექციების სიხშირეს. სასუნთქი სისტემის ინფექციების საერთო ეპიზოდების  შემცირებისთვის  რეკომენდირებულია: მავნე ეკოლოგიური ფაქტორების მოცილება და ვაქცინების სისტემატური გამოყენება.

სამწუხაროდ, მავნე ეკოლოგიური ფაქტორების სრული მოცილება შეუძლებელია, ხოლო ვაქცინების არჩევანი სასუნთქი სისტემის დაავადებების პრევენციისათვის შეზღუდულია. ასევე შეზღუდულია პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინაცია (ფილტვების ანთების საწინააღმდეგო ვაქცინაცია).

– რა არის პნევმოკოკი და როგორ ხდება მასთან ბრძოლა?

– პნევმოკოკი არის ფილტვების ანთების უხშირესი გამომწვევი ბავშვებსა და  მოზრდილებში. პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ადამიანს იცავს პნევმოკოკის 13 სეროტიპისაგან გამოწვეული სასუნთქი სისტემის დაავადებებისაგან, თუმცა პნევმოკოკს აქვს 90-მდე სეროტიპი, რომლებსაც ასევე შეუძლიათ დაავადებების გამოწვევა. საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, 2013 წლიდან აცრების ეროვნულ კალენდარში შეტანილია პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. რაც შეეხება გრიპს, რომელიც ხშირად იწვევს სასუნთქი სისტემის დაავადებებს, მთელ მსოფლიოში მიღებულია ყოველწლიურად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, თუმცა, ის ეფექტურია დაახლოებით 80%-ში. აქედან გამომდინარე, სასუნთქი სისტემის დაავადებების პრევენციაში რჩება სუსტი ადგილები.

– რით შეიძლება შეივსოს ეს სუსტი ადგილები და გაძლიერდეს ბავშვის და მოზრდილის იმუნური სისტემა ზოგადად და სასუნთქი გზების იმუნიტეტი ამ დროს?

– მედიცინაში შექმნილია პრეპარატები, რომლებიც აძლიერებენ  სასუნთქი სისტემის იმუნუნიტეტს. ამ ჯგუფის პრეპარატებიდან ყველაზე კარგად შესწავლილია მიკორბული წარმოშობის ბაქტერიული ლიზატები. ერთ-ერთი მაღალეფექტური თანამედროვე ბაქტერიული იმუნომოდულატორი არის ბრონქომუნალი, რომელიც შეიცავს სასუნთქი სისტემის დაავადებების 8 ყველაზე ხშირი ბაქტერიული გამომწვევების 21 შტამს. ეს მიკრობები არის დაშლილი, დამუშავებული და მათ აქვთ ვაქცინის ეფექტი.

– რამდენად ეფექტურია ბრონქომუნალის გამოყენება?

– მრავალი კლინიკური კვლევით დადგენილია ბრონქომუნალის ეფექტურობა სასუნთქი სისტემის ინფექციების დროს როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში. მისი გამოყენება ამცირებს ანტიბიოტიკებისა და სიმპტომური საშუალებების მიღებას, აგრეთვე მცირდება სკოლასა და სამსახურში გაცდენილი საათები. ბრონქომუნალის ჩართვა კომპლექსურ თერაპიაში ალერგიის დროს არა მარტო ამცირებს სასუნთქი სისტემის ინფექციების სიხშირეს, არამედ მცირდება ბრონქოსპაზმის შეტევების რიცხვიც. ბრონქომუნალი კარგად გადაიტანება, აქვს უსაფრთხოების მაღალი პროფილი, რაც მისი ხანგრძლივად გამოყენების საშუალებას გვაძლევს.

– როდის და როგორ გამოვიყენოთ ბრონქომუნალი?

ბრონქომუნალი გამოიყენება როგორც სამკურნალოდ, ასევე პროფილაქტიკური მიზნით და ეძლევა     1 კაფსულა 1-ჯერ დღეში ბავშვებს    6 თვის ასაკიდან. პროფილაქტიკური კურსი მოიცავს თვეში 10-10 დღეს 3 თვის განმავლობაში. სისტემური მოქმედების ეფექტი 6 თვის განმავლობაში ნარჩუნდება.

ამრიგად, პრეპარატ ბრონქომუნალის გამოყენება სასუნთქი სისტემის ინფექციების დროს ამცირებს ამ ინფექციების სიხშირეს, მათ ხანგრძლივობას, ბაქტერიული ინფექციით გართულებებს და ანტიბიოტიკების დანიშვნის საჭიროებას. მას ახასიათებს კარგი ამტანობა.

"3 დღე საბავშვო ბაღში - 2 კვირა  სახლში" - როგორ შევამციროთ ავადობის რისკი? - ბრონქო-მუნალი - საუკეთესო საშუალება სასუნთქი სისტემის იმუნიტეტისთვის