,,ცხოვრება რა კარგია, ბევრი სიყვარული გაეცით” – ირმა ჭკუასელის დამშვიდობება – 7 ივლისს ,,სარკის” ჟურნალისტის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდება

,,ცხოვრება რა კარგია, ბევრი სიყვარული გაეცით" - ირმა ჭკუასელის დამშვიდობება - 7 ივლისს ,,სარკის" ჟურნალისტის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდება,,დანებდა ჩვენი გოგო” – დაწერეს სოციალურ ქსელში, როცა ,,სარკის” ჟურნალისტის, ირმა ჭკუასელის, გარდაცვალების ამბავი გახდა ცნობილი, მაგრამ არა, ეს არ იყო დანებება, ეს იყო წარმოუდგენელი ბრძოლა, რომელსაც თვეების განმავლობაში გაუძლო.

მხოლოდ სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში წამოცდა რამდენჯერმე, რომ ეშინოდა, მაგრამ სიკვდილის – არა, ეშინოდა, რომ ფეხებს ვეღარ დაიმორჩილებდა და ვეღარ გაივლიდა.

,,სარკის” მთავარი რედაქტორის მოადგილე ირინე მჭედლიძე იხსენებს:

,,- მეშინია…

– ნუ გეშინია, პაწაწინა…

ჩვენი ბოლო მიმოწერა ეს იყო. გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, ღამით დამირეკა. თვითონვე შეწუხდა, გვიანი ყოფილაო. მივხვდი, რომ ჩემთან უნდოდა ლაპარაკი, კიდევ ერთხელ მოსმენა, რომ კარგად იქნებოდა… არ ვატყუებდი, მართლა მჯეროდა, რომ გამოჯანმრთელდებოდა, ფეხზე გაივლიდა, ისევ შემოფრთხიალდებოდა ჩვენს რედაქციაში კეთილი, მხოლოდ მისთვის ჩვეული ღიმილით.

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ისევ რესპონდენტებზე ვსაუბრობდით, ისევ ინტერვიუებს ათანხმებდა, საქმეზე ფიქრობდა. ვერ დადიოდა, სტკიოდა, მაგრამ მაინც წერდა, მაინც აქვეყნებდა წერილებს.

,,სარკის” ბევრი რესპონდენტი, რომლებთანაც ირმამ ბოლო თვეებში ინტერვიუები ჩაწერა, ახლა ჩვენი ჟურნალიდან გაიგებს, რომ, როცა მათზე წერილებს აკეთებდა, საშინლად სტკიოდა, სუნთქვა უჭირდა, მაგრამ საწოლს მიჯაჭვული მაინც მუშაობდა. მერე კი ყველა სიტყვას დარაჯობდა, რომ ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც ისინი ამბობდნენ.

– გავიდა ინტერვიუ? რა სათაური აქვს? რომელი ფოტო ჩასვით?

– ყველაფერი ისეა, როგორც გვითხარი, – ვპასუხობდი, – შენ როგორ ხარ, ირმა?

– ისე რა, – მიპასუხებდა და ისევ სიცილით მემშვიდობებოდა.

ალბათ ამიტომ იყო, რომ მის გარდაცვალებაზე არავის გვიფიქრია. გვეგონა, რომ ყველა ტკივილს უკან მოიტოვებდა. წარმოუდგენელი იყო, ასეთი პატარა, სიცოცხლით სავსე სადღაც გაფრენილიყო… მაგრამ გაფრინდა, ჩვენი მართლა ყველაზე კეთილი ჩიტი გაგვიფრინდა. ის სულ რაღაც 24 წლის იყო…

ირმას უცნაური უნარი ჰქონდა, ერთხელ ნახვითაც რაღაც მოგონებას დაგიტოვებდა, ჩიტის ნაფეხურებივით რაღაც კვალს დაგიტოვებდა”.

– სულ წელიწადნახევარი იმუშავა ,,სარკეში”. 2018 წლის დეკემბრის დასაწყისი იყო, რედაქციაში საღამოს მისულს რომ დამხვდა. ჩვენი განცხადება წაუკითხავს, ჟურნალისტებს რომ ვიწვევდით სათანამშრომლოდ. თურმე რამდენიმე საათი მელოდა. მისი შავი, ცოცხალი თვალები ბევრ ემოციას ერთდროულად გამოხატავდა – ცნობისმოყვარეობას, გაოცებას, სიხარულს, სიმორცხვეს. ისეთი მონდომებული იყო, პირველივე სტატიიდან ვიცოდი, რომ არ გაჩერდებოდა, თავის მაქსიმუმს შეძლებდა და შეიძლება უფრო მეტსაც.

ვისხედით ხოლმე ჩემს ოთახში, თემებს, ინტერვიუებს, კითხვებს ვამუშავებდით. ვგრძნობდი, რომ მოსწონდა და უყვარდა ეს წუთები. ახლა ჩემთვის არის ის წუთები უძვირფასესი, მაშინ კი ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ ძალიან საყვარელი ბავშვი იყო, სუფთა, ალალი. ნატამალი არ ჰქონდა შურის, ანგარების, ტყუილის, ეშმაკობის. რა ცოტანი შემხვედრიან ასეთები, სამწუხაროდ.

დედამისმა, ქალბატონმა ნათიამ მითხრა, ,,სარკეში” მუშაობა მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიხარული და სტიმული იყო, ყველაზე მეტად ეს ახალისებდაო… პატარა ჩიტი დავარქვი. მოფრთხიალდებოდა და გაფრთხიალდებოდა – მაშინ ასეთი შეგრძნება მქონდა, ახლა კი არ მტოვებს ფიქრი, რომ ქარში მოქანავე ტოტზე შემომჯდარი ბეღურა იყო, რომელსაც ჩვენგან, ჩემგან პირადად, უფრო მეტი ყურადღება სჭირდებოდა.

ვერასდროს და არასდროს დავივიწყებ, ამის პირობა მივეცი, – ამბობს ,,სარკის” მთავარი რედაქტორი მედეა სანაია.

,,ირმა ჩემი ბავშვობის მეგობარია. მახსოვს, როგორ ვთამაშობდით ერთად ჟურნალისტობანას. ორივეს ერთი პროფესია გვქონდა არჩეული და გვინდოდა, კარგი კარიერა შეგვექმნა. მახსოვს, სკოლის შემდეგ როგორ ვმეცადინეობდით ერთად. ისიც მახსოვს, ყოველ შაბათ-კვირას სოფელში ჩემ გარეშე რომ არ მიდიოდა.

ერთი სული ჰქონდა, როდის დავამთავრებდით სკოლას, რომ ორივეს ერთ სამსახურში გვემუშავა. ირმა, შენ იმაზე მეტს მიაღწიე, ვიდრე შეგეძლო, ძლიერი და მონდომებული იყავი. ბავშვობიდანვე შენი ოცნებაც რეალობად აქციე და შეიქმენი კარიერა, მაგრამ ხანმოკლე აღმოჩნდა შენთვის წუთისოფელი.

გული მწყდება, შენთან რომ ვერ გავატარე დრო ბოლო წუთებში. ჩემს გულში ყოველთვის ღიმილა გოგოდ დარჩები”, – ანასტასია სანიკიძე.

,,ანგელოზი იყავი და ანგელოზად წახვედი ზეცაში, აზრიანი, გონიერი, მიზანდასახული… გული და სული მეწვის, ირმაკო.

ბოროტება არ გააკეთოთ, ცხოვრება რა კარგია, ბევრი სიყვარული გაეცითო – შენი ბოლო სიტყვები, შენი სახე და შენი თბილი გამოხედვა ჩემი გონებიდან არასოდეს წაიშლება. როგორ გინდოდა სიცოცხლე, რამდენი იბრძოლე. მეგონა, ამასაც გაუძლებდი”, – თიკო ხვედელიძე.

,,ქალბატონო ლია, მართალა ამიყვანეთ სამსახურში?” – არ მახსოვს, რამდენჯერ გაიმეორა ეს სიტყვები, გადამეხვია და ატირდა. მერე გავიგე, მთელი ღამე უფალს ევედრებოდა, რომ სამსახურში ამეყვანა. უზომოდ ბედნიერი იყო. ტრენინგ ცენტრის ყველა თანამშრომელს ცრემლით სავსე დღე გაუთენდა, ჩვენგან თბილი გოგონა წავიდა. მიყვარს უზომოდ ჩემი თბილი, ტკბილი კეთილი პიარმენეჯერი. ჩვენ უბრალოდ ვასწრებთ ერთმანეთს, ჩემო კეთილო გოგო”, – ლია ბუკია.

ასე დაემშვიდობენ პატარა, კეთილ გოგონას, რომელსაც მშობლიურ ლანჩხუთში სიცილის დედოფალს ეძახდნენ.

ხვალ, 7 ივლისს ირმას გარდაცვალებიდან ორმოცი დღე შესრულდება. ჟურნალ ,,სარკის” რედაქცია კიდევ ერთხელ უდიდესი გულისტკივილით უერთდება ირმა ჭკუასელის ოჯახის მწუხარებას.

,,სარკის” რედაქცია

,,ცხოვრება რა კარგია, ბევრი სიყვარული გაეცით" - ირმა ჭკუასელის დამშვიდობება - 7 ივლისს ,,სარკის" ჟურნალისტის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდება ,,ცხოვრება რა კარგია, ბევრი სიყვარული გაეცით" - ირმა ჭკუასელის დამშვიდობება - 7 ივლისს ,,სარკის" ჟურნალისტის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდება ,,ცხოვრება რა კარგია, ბევრი სიყვარული გაეცით" - ირმა ჭკუასელის დამშვიდობება - 7 ივლისს ,,სარკის" ჟურნალისტის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდება ,,ცხოვრება რა კარგია, ბევრი სიყვარული გაეცით" - ირმა ჭკუასელის დამშვიდობება - 7 ივლისს ,,სარკის" ჟურნალისტის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდება ,,ცხოვრება რა კარგია, ბევრი სიყვარული გაეცით" - ირმა ჭკუასელის დამშვიდობება - 7 ივლისს ,,სარკის" ჟურნალისტის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდება ,,ცხოვრება რა კარგია, ბევრი სიყვარული გაეცით" - ირმა ჭკუასელის დამშვიდობება - 7 ივლისს ,,სარკის" ჟურნალისტის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდება ,,ცხოვრება რა კარგია, ბევრი სიყვარული გაეცით" - ირმა ჭკუასელის დამშვიდობება - 7 ივლისს ,,სარკის" ჟურნალისტის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდება ,,ცხოვრება რა კარგია, ბევრი სიყვარული გაეცით" - ირმა ჭკუასელის დამშვიდობება - 7 ივლისს ,,სარკის" ჟურნალისტის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდება ,,ცხოვრება რა კარგია, ბევრი სიყვარული გაეცით" - ირმა ჭკუასელის დამშვიდობება - 7 ივლისს ,,სარკის" ჟურნალისტის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდება ,,ცხოვრება რა კარგია, ბევრი სიყვარული გაეცით" - ირმა ჭკუასელის დამშვიდობება - 7 ივლისს ,,სარკის" ჟურნალისტის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდება ,,ცხოვრება რა კარგია, ბევრი სიყვარული გაეცით" - ირმა ჭკუასელის დამშვიდობება - 7 ივლისს ,,სარკის" ჟურნალისტის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდება ,,ცხოვრება რა კარგია, ბევრი სიყვარული გაეცით" - ირმა ჭკუასელის დამშვიდობება - 7 ივლისს ,,სარკის" ჟურნალისტის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდება