ტიკ ტოკი მუშაობას წყვეტს – აშშ მას პირადი მონაცემების წვდომის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევს

ტიკ ტოკი მუშაობას წყვეტს - აშშ მას პირადი მონაცემების წვდომის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევსპირველი საჯარო განცხადება შეერთებულ შტატებში ტიკ-ტოკის შესაძლო აკრძალვის შესახებ მაიკ პომპეომ ,,ფოქსნიუსთან” ინტერვიუში გააკეთა. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ უმსხვილესი ჩინური სოციალური მედია კომპანია ოფიციალური პეკინისთვის მილიონობით მომხმარებლის პირად მონაცემებთან წვდომის საუკეთესო იარაღია.

ამერიკელ მომხმარებელში ტიკ-ტოკის შესაძლო აკრძალვას იუმორით შეხვდნენ. თავად ტიკ-ტოკში, რომელიც ჩინეთის ხელისუფლებისგან დისტანცირებას ცდილობს, სახელმწიფო მდივნის განცხადებას სერიოზულად აღიქვამენ. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაცვა გარანტირებულია. იგივეს ამტკიცებს კომპანიის წარმომადგენლობა ავსტრალიაშიც, სადაც გასართობი სოციალური მედია პლატფორმის აკრძალვის საკითხი აქტიურად განიხილება.

სწორედ ამ კანონის გამო წყვეტს ტიკ-ტოკი ჰონგ-კონგში მუშაობას. რეგიონის პოლიციასთან მომხმარებელთა მონაცემებთან დაკავშირებით თანამშრომლობას ფეისბუქიც და ტვიტერიც აჩერებს.

ჩინეთი დანარჩენ მსოფლიოს მოუწოდებს, სოციალური მედიის საკითხის პოლიტიზებისგან თავი შეიკავონ. ქვეყნის საგარეო უწყების მთავარი ადრესატი დღეს მაიკ პომპეო იყო.

ტიკ-ტოკი ჩინური კომპანია ბაით დენსის შვილობილია. მისი ახალი ხელმძღვანელი, რომელიც დისნეის ყოფილი დირექტორია, აცხადებს, რომ აპლიკაციის მომხმარებელთა ბაზა ჩინეთში არ ინახება და ის ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის მიუწვდომელია. იმ შემთხვევაში თუ დონალდ ტრამპი ტიკ-ტოკს აკრძალულად გამოაცხადებს, ის ინდოეთის შემდეგ რიგით მეორე მსხვილ ბაზარს დაკარგავს. დელიმ გასართობი პლატფორმა 50-ზე მეტ ჩინურ აპლიკაციასთნ ერთად 10 დღის წინ აკრძალა.

ფორმულანიუსი