,,თამარ ბაჩალიაშვილი მანქანიანად ავტოფარეხში ჰყავდათ გადამალული” – სკანდალური ინფორმაცია, რომელსაც ,,ამბები” ავრცელებს

,,თამარ ბაჩალიაშვილი მანქანიანად ავტოფარეხში ჰყავდათ გადამალული" - სკანდალური ინფორმაცია, რომელსაც ,,ამბები" ავრცელებსთამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი საქმის მასალებს უკვე ეცნობა. ამბები.ჯი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც მათ სან­დო წყა­რომ მიაწოდა და წერს, რომ ამ მასალებში ერთი საეჭვო გარემოებაა.

-თა­მუ­ნას ავ­ტო­მან­ქა­ნა, დიდი ალ­ბა­თო­ბით, შე­და­რე­ბით დიდი მან­ქა­ნი­თაა მი­ტა­ნი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ევა­კუ­ა­ტო­რით, რა­ზეც მან­ქა­ნის სა­ბუ­რა­ვე­ბის კვა­ლი მი­ა­ნიშ­ნებს. თა­ნაც ეს კვა­ლი მო­დის და გა­ჩე­რე­ბუ­ლი ,,ჰი­უნ­და­ის” უკა­ნა მხა­რეს, მან­ქა­ნამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით 20-30 სმ-ზე წყდე­ბა.

ანუ გო­გო­ნა თა­ვი­სით თუ მი­ვი­და და გა­ა­ჩე­რა მან­ქა­ნა, იმ 30 სან­ტი­მეტრს გა­და­ახ­ტა? რა­ტომ არ მიჰ­ყვე­ბა სა­ბუ­რა­ვის ნაკ­ვა­ლე­ვი მან­ქა­ნას ბო­ლომ­დე? აშ­კა­რაა, როცა ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯახ­მა და ახ­ლობ­ლებ­მა აჟი­ო­ტა­ჟი ატე­ხეს, მერე მი­ი­ტა­ნეს მისი გვა­მი მან­ქა­ნი­ა­ნად იმ ად­გი­ლას.

ის მან­ქა­ნა თუ 4 დღე იქ იყო გა­ჩე­რე­ბუ­ლი, პოვ­ნის წინა დღეს წვი­მი­ა­ნი ამინ­დი იყო და ბა­ლახ­ზე ტა­ლა­ხი არ უნდა გა­და­ე­რე­ცხა? არის ვერ­სია, რომ თა­მუ­ნას თა­ვის მოკ­ვლა აი­ძუ­ლეს და რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მან­ქა­ნი­ა­ნად სა­დღაც ავ­ტო­ფა­რეხ­ში ჰყავ­დათ გა­და­მა­ლუ­ლი, _ ამბობს ამბები.ჯი-სთან წყარო.

ასევე ვრცელდება ვერსია, რომ თეთრიწყაროს რაიონში, სადაც გოგონა ბოლოს ცოცხალი ნახეს, თამარი მანქანაში მარტო არ იყო. გოგონა ძალიან დაბნეული იყო და კონკრეტულ ადგილს ეძებდა, ამიტომ გაჩნდა ვარაუდი, რომ 23 წლის პროგრამისტი ვიღაცამ კონკრეტულ ადგილზე დაიბარა.

თამარ ბაჩალიაშვილს დღეს დაკრძალავენ. მას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან გამოასვენებენ.