სურამში ქმარმა ცოლი მოკლა – ქალი სამი შვილის დედაა

სურამში ქმარმა ცოლი მოკლა - ქალი სამი შვილის დედაამკვლელობა მოხდა სურამში – ახალგაზრდა ქალი საკუთარმა ქმარმა მოკლა. შემთხვევა დღეს დილით, გამთენიისას მოხდა.

მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია, მოკლული ქალი სამი შვილის დედაა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მკვლელობის ფაქტს ადასტურებს. გამოძიება დაიწყო 109 მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მთავარი