სურამში ქმარმა მძინარე ცოლი საწოლში მოკლა – ,,სიმთვრალეში რაღაცები ეჩვენებოდა”

სურამში ქმარმა მძინარე ცოლი საწოლში მოკლა - ,,სიმთვრალეში რაღაცები ეჩვენებოდა"სურამში, რუსთაველის ქუჩაზე 35 წლის მამაკაცმა მძინარე ცოლი გამთენიისას მოკლა. მოკლული ქალი სამი შვილის დედაა. ,,მთავარის: ინფორმაციით, მკვლელობისას ბავშვები სახლში არ იმყოფებოდნენ.

მეზობლები ,,მთავარს” უყვებიან, რომ მათ გამთენიისას რადენიმე გასროლის ხმა გაიგეს. თავდაპირველად ფეიერვერკი ეგონათ, თუმცა შემდეგ ქუჩაში გამოსულებს შემზარავი სურათი დახვდათ.

არაოფიციალური ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი უკვე დააკავეს ხაშურის პოლიციის თანამშრომლებმა.

საგამოძიებო უწყებაში ,,მთავარს” განუცხადეს, რომ გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყეს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის  წევრის მკვლელობას გულისხმობს.

-მა­მა­კაცს გარ­კვე­უ­ლი ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და სიმ­თვრა­ლე­ში რა­ღა­ცე­ბი ეჩ­ვე­ნე­ბო­და, – უთხრეს ამბები.ჯი-ის.