სტიქია კახეთში – წაქცეული ხეები და გადახდილი სახურავები

სტიქია კახეთში - წაქცეული ხეები და გადახდილი სახურავებისტიქია კახეთში – სეტყვა და ძლიერი ქარია ამ დრომდე გურჯაანსა და თელავში.

თელავში, მშვიდობის ქუჩაზე ქარმა რამდენიმე ხე წააქცია, სოფელ კონდოლში სახლებს სახურავები ახადა, სეტყვამ კი სოფელი ნაფარეული დააზარალა.

ძლიერი ქარისა შედეგად ხე წაიქცა გურჯაანი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე.

შემთხვევა ბარჯისხევის მონაკვეთზე მოხდა, რის გამოც დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში სატრანსპორტო მიმოსვლა შეფერხებული იყო. წაქცეულ ხეს ,,ფორდის” მარკის სატვირთო შეეჯახა, რომლის მგზავრებმაც გადმოსვლა დროულად მოახერხეს.

პოლიციის მისვლამდე გზის გათავისუფლება მძღოლებმა საკუთარი ძალებით შეძლეს. სტიქიისგან შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობა სახელმწიფო რწმუნებული კახეთში, ირაკლი ქადაგიშვილი.

მთავარი