სტალინის შვილიშვილი: ,,დედას არ უნდოდა, პაპაჩემის წარსულთან რაიმე კავშირი მქონოდა”

სტალინის შვილიშვილი: ,,დედას არ უნდოდა, პაპაჩემის წარსულთან რაიმე კავშირი მქონოდა"48 წლის კრის ევანსი სტალინის შვილიშვილია, ცხოვრობს აშშ-Si, პორტლენდში ბოჰემური ცხოვრებით. ის სტალინის შვილის, სვეტლანა ალილუევას უმცროსი შვილია. მას ბრიტანული განათლება აქვს მიღებული და პორტლენდში ანტიკვარიატის პატარა მაღაზიას ფლობს.

-დედაჩემი არ ეთანხმებოდა მამამისის მიერ ჩადენილს და ამიტომ არ უნდოდა, მეც რაიმე კავშირი მქონოდა პაპაჩემის წარსულთან. ერთი პერიოდი ხალხი მას იმდენად მკაცრად აკრიტიკებდა, რომ საკუთარი თავის დადანაშაულებაც კი დაიწყო, მაგრამ მე ყველანაირად მარიდებდა ყველაფერ ამას, რის გამოც, თუ არ ჩავთვლით ინგლისსა და ამერიკაში ადაპტაციის პერიოდს და 1984 წლის წარუმატებელ დაბრუნებას საბჭოთა კავშირში, როდესაც დედა დასავლეთიდან გააძევეს, შეიძლება ითქვას, რომ ნორმალური, ფიზიოლოგიური ბავშვობა მქონდა.

არასოდეს მქონია არსებითი კავშირი ჩემს ფესვებთან. დედამ დამიცვა ამისგან. არასოდეს დაუძახია ჩემთვის „რუსი“, პირიქით, სულ იმას მიმეორებდა, ისეთივე ნაღდი ამერიკელი ხარ, როგორიც ვაშლის ღვეზელიო, – ყვება კრის ევანსი.

სტალინის შვილიშვილი: ,,დედას არ უნდოდა, პაპაჩემის წარსულთან რაიმე კავშირი მქონოდა"