ქმრის გვამს 4 დღე ხერხავდა, პარკებში ათავსებდა და მაცივარში დებდა – რეპერის გვამი დანაწევრებული იპოვეს

ქმრის გვამს 4 დღე ხერხავდა, პარკებში ათავსებდა და მაცივარში დებდა - რეპერის გვამი დანაწევრებული იპოვესპეტერბურგში უკრაინელი რეპერის, ენდი კარტრაიტის გვამი დანაწევრებული და პარკებში ჩადებული იპოვეს.

სამართალდამცველებმა მისი მეუღლე მარინა კოხალი დააკავეს. მას სურდა ცხედრის გადამალვა, მაგრამ ვერ მოიფიქრა, სად გადაემალა პაკეტები, ამიტომ იგი დაუკავშირდა საკუთარ ადვოკატატს, რომ ქმარი 4 დღის წინ ნარკოტოკის ზედოზირებით გარდაეცვალა, მან კი ცხედარი დაანაწევრა და პარკებში მოათავსა. ადვოკატმა პოლიციას შეატყობინა.

რეპერის 36 წლის მეუღლე ამტკიცებს, რომ მისი მეუღლე ნამდვილად ნარკოტიკებისგან გარდაიცვალა, თუმცა ქალმა მიიჩნია, რომ ეს საკმაოდ პროზაული სიკვდილი იყო და ,,მისტიკური ლეგენდის ” შექმნისთვის გადაწყვიტა, მისი ქმარი საერთოდ უკვალოდ დაკარგულიყო, როგორც მარინა ამბობს, ოთხი დღის განმალობაში ქალი ქმრის სხეულს ხერხავდა, შემდეგ ნაწილები 5 პაკეტში ჩაალაგა და მაცივარში შეინახა. მთელი ამ დროის განმავლობაში ბინაში ორი წლის შვილთან და დედასთან ერთად იმყოფებოდა.

მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზი თუ მართლაც  ნარკოტიკებია,  მკვლელობის მუხლით საქმე შეწყდება. თუმცა ქალს პასუხისგება მაინც მოუწევს გარდაცვლილის ცხედრის განადგურების გამო. ჩვენების მიცემის შემდეგ რეპერის ცოლი სახლში გაუშვეს, მისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ.  რეპერის სიდედრს ქალაქიდან გასვლა აქვს აკრძალული.