ყველაფერი დერმატიტების შესახებ – სამი პრობლემის ერთი გადაწყვეტა

ყველაფერი დერმატიტების შესახებ - სამი პრობლემის ერთი გადაწყვეტაყველასათვის ცნობილია, რომ კანის ქრონიკულ მორეციდივე დაავადებებს ახასიათებთ გამწვავება სეზონის მიხედვით. ზაფხული სწორედ ის პერიოდია, როდესაც მწვავდება ეს დაავადებები და, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ მიხედვას და მკურნალობას საჭიროებს.

პრობლემის აქტუალობისა და მისი მკურნალობის საკითხზე გვესაუბრება კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრის “კანვენი”-ს დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი თამარ ებანოიძე.

რა არის დერმატიტი და როგორ ვლინდება ის?

დერმატიტი ზოგადი მცნებაა და აერთიანებს კანის ანთებით რეაქციას მასზე მოქმედი სხვადასხვა ფაქტორის მიმართ. დერმატიტის სხვადასხვა სახე არსებობს, რაც დამოკიდებულია მის გამომწვევ კონკრეტულ მიზეზზე: ალერგიული დერმატიტი, კონტაქტური, ატოპიური და სხვა. დერმატიტის ძირითადი სიმპტომებია: კანის სიმშრალე, აქერცვლა, სიწითლე, რასაც თან ახლავს შეშუპება და ძლიერი ქავილის შეგრძნება. დერმატიტის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამოვლინებაა ატოპიური დერმატიტი, იგივე ეგზემა. იგი უმეტესად ბავშვთა ასაკში ვლინდება. ეგზემის განვითარების მიზეზი უცნობია, მაპროვოცირებელ ფაქტორებს კი წარმოადგენს სურსათი (ძალიან ხშირად – რძის ნაწარმი), მედიკამენტები, საყოფაცხოვრებო ალერგენები, შინაური ცხოველები და სხვა. იგი ხშირად ვითარდება კანის მომხრელ ზედაპირებზე, ახასიათებს პერიოდული გამწვავებები. ფართოდაა გავრცელებული ასევე კონტაქტური, სებორეული, ალერგიული დერმატიტები, ნეიროდერმიტები. ყველა მათგანს აერთიანებს ერთი საერთო ნიშანი – ეს არის ანთებითი რეაქცია კანზე, რომელთან ბრძოლაც დროულად უნდა დავიწყოთ.

რა რისკებს მოიცავს უმკურნალებელი დერმატიტი?

ატოპიური დერმატიტი, ნეიროდერმიტი, ეგზემა, სებორეული დერმატიტი, კანის ჩირქოვანი დაავადებები – ეს ის მდგომარეობებია, რომლებიც ზაფხულში, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, შეიძლება გართულდეს და ამ გართულების მიზეზი უმეტეს შემთხვევაში შეიძლება იყოს თანდართული სოკოვანი ან ბაქტერიული ინფექცია. ასეთი პაციენტების კანზე  შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც განაპირობებენ ბაქტერიული და სოკოვანი ფლორის ზრდას. ესენია: კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევა, კანის ზედაპირზე ექსუდაცია, კანის pH-ის გაზრდა, ეპიდერმალური შრის ლიპიდური შემადგენლობის რღვევა და ცვლილება ადგილობრივ იმუნურ პასუხზე. დერმატიტებს ხშირად თან ახლავს გაუსაძლისი ქავილის შეგრძნება, რაც მიკროტრავმებისა და შედეგად დერმატიტის ბაქტერიული ინფიცირებით გართულებების საფუძველია.

კანის ზედაპირზე ხელსაყრელი პირობების არსებობის შემთხვევაში, იზრდება კანზე ბაქტერიების მოთესვა, რაც განაპირობებს კანის მეორად დაინფიცირებას. ბაქტერიულ ინფექციას ხშირად თან ერთვის სოკოვანი ინფექციაც. მიკოზების გამომწვევი ბაქტერიები წარმოადგენენ დამატებით ძლიერ ალერგიულ ფაქტორს, რაც ხშირად იწვევს პროცესის გაქრონიკულებას და ტრადიციული თერაპიისადმი მდგრადობას. ასეთი პროცესების დიაგნოსტირება სირთულეს არ წარმოადგენს. გაცილებით რთულია თერაპიის შერჩევა, რაც გამოწვეულია იმით, რომ ანტიბაქტერიული პრეპარატების დანიშვნა ხშირად იწვევს ალერგიულ რეაქციებს. გარდა ამისა, თანდართული ბაქტერიული და მიკოზური ინფექციების მაღალი სიხშირე ართულებს დაავადებების მიმდინარეობას. ყოველივე ეს განაპირობებს ადგილობრივ მკურნალობაში კომბინირებული პრეპარატების ფართოდ გამოყენების აუცილებლობას, რაც საშუალებას გვაძლევს, გადავჭრათ დერმატოზების მკურნალობის პრობლემა თანდართულ ინფექციებთან ერთად.

როგორ ვებრძოლოთ დერმატიტებით გამოწვეულ პრობლემებს, სანამ ექიმთან მივალთ?

იმის გათვალისწინებით, რომ დერმატიტების დიდი ნაწილი რთულდება თანდართული ინფექციებით, მკურნალობისთვის რეკომენდებულია კომბინირებული საშუალებების გამოყენება, რომლებშიც წამყვან როლს თამაშობს ადგილობრივი მოქმედების ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და ანტიმიკოზური კომპონენტები. კომბინაცია საშუალებას იძლევა, ადგილობრივად შემცირდეს ანთებითი რეაქცია კანზე და თავიდანვე აღმოიფხვრას ბაქტერიული და სოკოვანი გართულებების რისკი, ხოლო მათი არსებობის შემთხვევაში კი ებრძვის დერმატიტის ინფექციურ გართულებებს.

მოთხოვნილებიდან გამომდინარე, თანამედროვე ფარმაცევტულ  ბაზარზე დიდი ხანია გამოჩნდა სამკომპონენტიანი ადგილობრივი მოქმედების სამკურნალწამლო საშუალებები – ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქრეტიული და ანტიმიკოზური კომპონენტით. ასეთი პრეპარატია სანიდერმის მალამო, რომელიც საშუალებას გვაძლევს, სამი პრობლემა ერთი პრეპარატით გადავჭრათ.

სანიდერმის მალამო შეიძლება გამოვიყენოთ ეგზემის, ატოპიური დერმატიტის, ნეიროდერმიტის, მიკრობული ეგზემის, ტერფისა და კანის ნაოჭების სოკოვანი დაავადების დროს. ასევე, მწერის ნაკბენის დროს ადგილობრივად ალერგი ული და ანთებითი რეაქციის ჩასაცხრობად. სანიდერმში შემავალი ძლიერი ანთების საწინააღმდეგო (ბეტამეტაზონი), ანტიბაქტერიული (გენტამიცინი) და ანტიმიკოზური (კლოტრიმაზოლი) კომპონენტები ეფექტურად მოქმედებს დაავადების მთელ სიმპტომო-კომპლექსზე და ხელს უწყობს შემაწუხებელი სიმპტომების (კანის სიმშრალე, სიწითლე, ქავილი, შეშუპება და სხვა.) სწრაფად ალაგებას.

შეიძლება თუ არა მოვახდინოთ დერმატიტის პრევენცია?

შესაძლებელია, თუ ვიცით, რა არის მისი გამომწვევი ფაქტორი. დერმატიტის პრევენცია, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს მაპროვოცირებელი ფაქტორების მოშორებას, იქნება ეს საკვები ალერგენები თუ საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები. მეტად მნიშვნელოვანია ჰიპოალერგიული დიეტის დაცვა, კუჭ-ნაწლავის მოქმედების მოწესრიგება. მაპროვოცირებელ ფაქტორად შესაძლოა სტრესიც განვიხილოთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, მოვერიდოთ სტრესულ სიტუაციებსაც. დაავადების საწყის ეტაპზე კომბინირებული მკურნალობის გამოყენება მნიშვნელოვანია გართულებების თავიდან აცილებისათვის.