მიხეილ რამიშვილი: ,,თუ მართლა დათვალიერებულია და მანქანა არ არის იქ ნამყოფი, ე.ი. მართლა სხვა ფაქტთან გვაქვს საქმე”

მიხეილ რამიშვილი: ,,თუ მართლა დათვალიერებულია და მანქანა არ არის იქ ნამყოფი, ე.ი. მართლა სხვა ფაქტთან გვაქვს საქმე"გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს საქმის მასალები არ გადასცეს. ის ღამით ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში იმყოფებოდა. როგორც მან პოლიციიდან გამოსვლის შემდგ განმარტა, რადგან დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ჯერ არავინ არის ცნობილი, მასალები ამიტომ არ გადასცეს. ადვოკატი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ბაჩალიაშვილის მამისთვის ითხოვს

გარდა ამისა, რამიშვილი თვლის, რომ უნდა მოხდეს საქმის კვალიფიკაციის შეცვლა და მისთვის გაუგებარია, რატომ მიდის გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მაშინ, როდესაც საქმეში არის გარდაცვლილი.

-გავეცნიბი მასალებს და ვნახავ, თუ მართლა დათვალიერებულია და მანქანა არ არის იქ ნამყოფი, ე.ი მართლა სხვა ფაქტთან გვაქვს ადგილი. თუ არ აქვთ დათვალიერებული, ე.ი. არ უმუშავიათ ისე, როგორც უნდა ემუშავათ, – ამბობს ადვოკატი.

მთავარი