მარიანა იოსებაშვილი: ,,ნეტავ, იცოდეთ, რა იოლია გემრიელად შედგენილი მენიუთი წონაში დაკლება” – ქართველმა ექიმმა-დიეტოლოგმა საერთაშორისო კონკურსში, სადაც 14 ქვეყანა მონაწილეობდა, პირველი ადგილი აიღო

მარიანა იოსებაშვილი: ,,ნეტავ, იცოდეთ, რა იოლია გემრიელად შედგენილი მენიუთი წონაში დაკლება" - ქართველმა ექიმმა-დიეტოლოგმა საერთაშორისო კონკურსში, სადაც 14 ქვეყანა მონაწილეობდა, პირველი ადგილი აიღოუკვე კარგად ცნობილი ექიმი-დიეტოლოგი, ქალბატონი მარიანა იოსებაშვილი მთელმა მსოფლიომ გაიცნო და აღიარა. დიდად საამაყოა, როცა მსოფლიოში აღიარებული დიეტოლოგი საქართველოდანაა. წარმატებები არ აკლია, მაგრამ ამჯერად გვინდა, მონაწილე გავხდეთ მისი სიხარულის და მოგახსენოთ: ჩატარდა საერთაშორისო კონკურსი _ ,,ყველაზე გამართლებული პროექტი, რომელიც წონაში კლებას უწყობს ხელს”, სადაც 14 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი ყურადღება მიენიჭა ფსიქოლოგიურ მხარეს, რაც პაციენტისთვის უმთავრესია.

ქალბატონმა მარიანამ მოსკოვში გააგზავნა თავისი პროექტი ,,მარაფონი”, რომელიც ისრაელში უკვე უმაღლესი ქულებით არის შეფასებული. ეს პროექტი ითვალისწინებს  ადამიანებთან დისტანციურად მუშაობას, სადაც ყველაფერია გათვალისწინებული:

1.  პაციენტის ჯანმრთელობა;

2.  შესაფერისი მენიუ;

3.  ფსიქოლოგიური მუშაობა პაციენტთან;

4.  ონლაინ გარემო;

5.  პროფესიონალიზმი;

6.  შედეგები;

7.  სიზუსტე.

ეს პროექტი ზუსტად მათთვის შეიქმნა, რომლებიც ქალბატონ მარიანასთან პირადად ვერ ახერხებდნენ ისრაელში მისვლას და გაკეთდა ონლაინ ჯგუფები ,,ფეისბუქზე” _ ,,მარის რეჟიმი”, სადაც ათასობით ადამიანი ჯანმრთელობას იბრუნებს, წონას ამარცხებს და ბედნიერდება.

მარიანა ექიმმა კონკურსზე ზუსტად ეს პროექტი წარადგინა და მინდა, გაგახაროთ, რომ პირველი ადგილი აიღო. აღსანიშნავია, რომ კონკურსი დისტანციურად ჩატარდა.

_ მთელი ცხოვრება ვსწავლობ, დღესაც ვსწავლობ და მზად ვარ, კიდევ უამრავ კონკურსზე გავიდე. არასოდეს ვკმაყოფილდები იმ ცოდნით, რაც მაქვს და ეს მეხმარება, უამრავი ადამიანი გავაბედნიერო და თავი მუდამ საჭირო ადამიანად ჩავთვალო იმ ხალხისთვის, ვისაც ჰგონია, რომ ჭარბი წონა დაუძლეველია.

ნეტავ, იცოდეთ, რა იოლია, გემრიელად შედგენილი მენიუთი წონაში დაკლება. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ადამიანების ჯანმრთელობისთვის ყველაზე საჭირო სწორი კვება და წონაში სწორად კლებაა, _ ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში მარიანა იოსებაშვილი.

მას როცა ეკითხებიან, რა მეთოდია ასეთი, ასე ლამაზად რომ იკლებენ მისი პაციენტები, პასუხობს: ,,წონაში კლების საიდუმლო სინათლეა, რომელსაც ჩემთან მოსული პაციენტი ხედავს და თავისი ხელით ანთებს”.

მარიანა ექიმი თავის ინტერვიუებს ყოველთვის ასრულებს სლოგანით: ,,ჩვენ წარმატებულები ვართ!”. ეს ასეც არის და გვინდა, ეს წარმატება კიდევ ერთხელ მივულოცოთ და ვუთხრათ: ვამაყობთ, რომ ერთ-ერთი აღიარებული, წარმატებული და ყველაზე თბილი ექიმი საქართველოდანაა. გვეამაყებით!

ოთხი შვილის დედა, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია, თავის პაციენტებს სოციალური ქსელით სილამაზის რეცეპტებსაც ხშირად უზიარებს. ამჯერად გთავაზობთ ერთ-ერთს _ ცელულიტის საწინააღმდეგო სკრაბს, რომელიც სახლის პირობებში შეგიძლიათ, დაამზადოთ და საოცარი შედეგი მიიღოთ.

ამისთვის საჭიროა: 5 წვეთი ლიმონის წვენი, 2 ს.კ. თაფლი, 5 ს.კ. შავი ყავა, 2 ს.კ. ზღვის მარილი, 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 20 წვეთი ფორთოხლის ეთერზეთი, 2 ს.კ. ტანის თხევადი საპონი. ეს ყველაფერი ავურიოთ და 10 წუთის განმავლობაში პრობლემური ადგილები დავიმასაჟოთ. რაც მოგრჩებათ, შეინახეთ მაცივარში.

დაბოლოს, ხშირად ისმის კითხვა, როგორ მივიდეთ მარიანა ექიმამდე. ამისთვის გახსნილია ონლაინ ჯგუფები ,,ფეისბუქში”, სახელით ,,მარის რეჟიმი”. ხოლო, ვისაც სურს, შეუძლია, დაუკავშირდეს მარიანა იოსებაშვილის კონსულტანტებს საქართველოში.

ტელ: 557 18 01 08;  571 15 11 86;  568 66 91 10.

მარიანა იოსებაშვილი: ,,ნეტავ, იცოდეთ, რა იოლია გემრიელად შედგენილი მენიუთი წონაში დაკლება" - ქართველმა ექიმმა-დიეტოლოგმა საერთაშორისო კონკურსში, სადაც 14 ქვეყანა მონაწილეობდა, პირველი ადგილი აიღო

მარიანა იოსებაშვილი: ,,ნეტავ, იცოდეთ, რა იოლია გემრიელად შედგენილი მენიუთი წონაში დაკლება" - ქართველმა ექიმმა-დიეტოლოგმა საერთაშორისო კონკურსში, სადაც 14 ქვეყანა მონაწილეობდა, პირველი ადგილი აიღო

მარიანა იოსებაშვილი: ,,ნეტავ, იცოდეთ, რა იოლია გემრიელად შედგენილი მენიუთი წონაში დაკლება" - ქართველმა ექიმმა-დიეტოლოგმა საერთაშორისო კონკურსში, სადაც 14 ქვეყანა მონაწილეობდა, პირველი ადგილი აიღო