ლიმონი გულისთვის – როგორ მოვამზადოთ ელექსირები

ლიმონი გულისთვის - როგორ მოვამზადოთ ელექსირები,,სარკე”, აზა გაგოშიძე

ანტიმჟანგავების, ვიტამინებისა და ორგანული მჟავების მაღალი შემადგენლობის წყალობით, ციტრუსები, განსაკუთრებით ლიმონი, გულის მუშაობის გაუმჯობესებას ეხმარება. ვინაიდან ლიმონი სუფთა სახით მეტად მჟავეა, უმჯობესია სხვა სამკურნალო პროდუქტებს შეუთავსოთ.

მოამზადეთ ასეთი გულის ელექსირი: აიღეთ 1 ლიტრი თაფლი, 10 ლიმონი, 5 თავი ნიორი. ლიმონისგან წვენი გამოწურეთ, ნიორი გაასუფთვეთ, გარეცხეთ და გახეხეთ (ან ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ). კომპონენტები კარგად აურიეთ, თავდახურულ ჭურჭელში მოათავსეთ და 7 დღე გრილ ადგილას დადგით.

ეს საშუალება 4 ჩაის კოვზი დღეში ერთხელ მიიღეთ, თან თბილი წყალი დააყოლეთ. ყოველი კოვზის მიღების შემდეგ რამდენიმე წუთი შეისვენეთ. ეს საშუალება განსაკუთრებით ეფექტურია, თუ სტენოკარდიას თან ახლავს ქოშინი.

არის მეორე ვარიანტიც: 2 ლიმონის წვენი, ალოეს 2 საშუალო ფოთლის წვენი და 500 გრამი თაფლი აურიეთ. მასა თავდახურულ ჭურჭელში გადაიტანეთ და 7 დღე მაცივარში მოათავსეთ. 1 სუფრის კოვზი დღეში ერთხელ, ჭამამდე 1 საათით ადრე მიიღეთ.

შენიშვნა: ორივე საშუალება უკუნაჩვენებია  კუჭის, კუჭქვეშა ჯირკვლის, ღვიძლის მწვავე დაავადებების დროს.