,,იმ გოგოს გიორგი შაქარაშვილი უყვარდა, გიორგი ამის გამო დასაჯეს” – ნიკა გვარამიას თქმით, კადრებიდან ამოჭრილ სწორედ იმ 6 წუთში უსწორდებიან 19 წლის ფეხბურთელს

,,იმ გოგოს გიორგი შაქარაშვილი უყვარდა, გიორგი ამის გამო დასაჯეს" - ნიკა გვარამიას თქმით, კადრებიდან ამოჭრილ სწორედ იმ 6 წუთში უსწორდებიან 19 წლის ფეხბურთელსნიკა გვარამია ,,კვირის აქცენტებში” სკანდალურi ინფორმაცია გაავრცელა, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეში მონაწილე ჩიქოვანს უყვარდა გოგონა, რომელასაც 19 წლის ფეხბურთელი უყვარდა და აქედან გამომდინარე, არსებობს მოტივი.

-ჩიქოვანს ჰქონდა სპეციფიკური ინტერსი შაქარაშვილის მიმართ, იმიტომ, რომ გოგოს, რომელიც უყვარდა ვახო ჩიქოვანს, უყვარდა შაქარაშვილი და ჩიქოვანი იყო აფსაიდში.

აქ ამბავი მათ შორის ამ თემაზე დაიწყო. ჩიქოვანის მიერ ამოყვანილი ხალხი სპეციფიკურად სჯის შაქარაშვილს, მათი მთავარი ინტერესი არის შაქარაშვილი და არავინ სხვა. ჩიქოვანი ძალიან აგრესიულად იყო განწყობილი შაქარაშვილის მიმართ. მე ეს ინფორმაცია მაქვს იმ წყაროსგან, რომელიც შეუძლია მარტივად დაადგინოს გამოძიებამ და იპოვოს ოჯახში, – განაცხადა გვარამიამ.

ვახო ჩიქოვანის ადვოკატი ამბობს, რომ მსგავსი რამ არ სმენია.

ასევე ,,მთავარმა” გამოაქვეყნა ექვსწუთიანი ვიდეო, რომელიც პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ამოჭრილი იყო. ექვსწუთიან კადრში ჩანს, ,,ქამრი” როგორ მიდის საპირისპირო მხარეს, როგორ ჩერდება ჩასახვევთან და მისდევენ ახალგაზრდებს. ,,ქამრის” მგზავრები 6 წუთის განმავლობაში უჩინარდებიან.

6 წუთის შემდეგ კი ისევ გრძელდება ის კადრი, რაც ყველამ ნახა – მგზავრები მანქანაში სხდებიან და მიდიან.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ, მისი აზრით, იმ 6 წუთის განმავლობაში მოხდა გიორგი შაქარაშვილზე თავდასხმა და ეს კადრები პროკურატურამ განზრახ ამოჭრა.

-ჩემი აზრით, ამ 6 წუთში ხდება ის, რის გამოც ჩვენ აქ ვსხედვართ, _ ამბობს გვარამია.

ასევე ,,მთავარმა” გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მირბის დიჯეი, რომელიც გიორგი შაქარაშვილთან ერთად იმყოფებოდა. დიჯეი აშაკარად ვიღაცას გაურბის. ის ფაქტობრივად ტაქსს უდგება წინ, აჩერებს და ჯდება ავტომობილში.