,,გავრცელებულ ვიდეოში კაწრო არ არის” – ბილანიშვილის ადვოკატი

,,გავრცელებულ ვიდეოში კაწრო არ არის" - ბილანიშვილის ადვოკატიგიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაიშვილი ავთანდილ ბილანიშვილზე, მეტსახელად კაწროზე კომენტარს აკეთებს 2020-თან.

-გულწრფელად სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი, ვინ არის ავთანდილ ბილანიშვილი, მაგრამ, რადგან ვიღაცა კატეგორიული ფორმით გთავაზობს ვერსიას და უნდა, რომ ირწმუნო და დაიჯერო, ასეთ შემთხვევაში გამოძიება, რა თქმა უნდა, ვალდებულია, რომ დაკითხოს ეს ადამიანი. საერთოდ ამ საქმესთან რა შემხებლობაშია ეგ ადამიანი, წარმოდგენა არა მაქვს…

რა თქმა უნდა, ეს კადრები ვინც გაავრცელა, მათაც საგამოძიებო მასალებიდან აიღეს. ბრალდებულების ადვოკატებმა მისცეს, თქვენ გგონიათ, რომ რამე კადრი მოიპოვეს? ეს კადრები მათ ჩვეულებრივად ადვოკატებისგან მიიღეს, – აცხადებს ნიკოლაძე.

მისი თქმით, თეთრპერანგიანი მამაკაცის ვინაობა გამოძიებისთვის ცნობილია.

-სავარაუდოდ, ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს ან ხვალ გააკეთებენ განცხადებას. მე ამ საკითხზე კომენტირებისგან თავს შევიკავებ… – განმარტა გიორგი შაქარაშვილის ბიძამ.

ბილანიშვილი უწყებაში „მთავარი არხის“ გავრცელებული სკანდალური ვიდოეჩანაწერის გამო დაიბარეს. ვიდეოში, რომელიც დიდუბეში სათვალთვალო კამერით არის გადაღებული, მოწმე გურამ ამირხანაშვილთან მიდის სამარშრუტო ტაქსიდან გადმოსული უცნობი მამაკაცი, რომელთანაც ის დაახლოებით 4 წუთი ლაპარაკობს.

ცოტა ხნის წინ ბილანიშვილის გამოკითხვა დასრულდა. მისმა ად­ვო­კატ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვილ­მა გა­მომ­ძი­ე­ბელს გა­ნუ­მარ­ტა, რომ ის არ ფი­გუ­რი­რებს გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში – კაწრო 2 არ არის, თუმცა ჟურნალისტის კითხვაზე, რას ნიშნავს კაწრო 2, ადვოკატს განმარტება არ გაუკეთებია.

მი­სი­ვე თქმით, ამ დრო­ის­თვის გა­მო­კი­თხვის პრო­ცე­დუ­რა დას­რუ­ლე­ბუ­ლია – ნახეთ ვიდეო.

ტვ პირველის ექსკლუზივი

❗ ტვ პირველის ექსკლუზიური კადრებიავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დაკითხვაზე დაიბარეს

Gepostet von TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი am Mittwoch, 8. Juli 2020