ექსპერტი: ,,გიორგი შაქარაშვილი ამ დაზიანებებით მაქსიმუმი 21 დღეში გამოჯანმრთელდებოდა”

ექსპერტი: ,,გიორგი შაქარაშვილი ამ დაზიანებებით მაქსიმუმი 21 დღეში გამოჯანმრთელდებოდა"ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ ინგა გრიგოლიას გადაცემა ,,რეაქციაში” განმარტა, თუ რას ნიშნავს დასკვნაში მითითებული სიტყვები ,,მსუბუქი დაზიანებები”.

ექსპერტი: მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოშლის კუთხით გულისხმობს იმას, რომ ეს იწვევს პირონების ჯანმრთელობის მოშლას 7 დღიდან არაუმეტეს 21 დღისა. თუკი შაქარაშვილი გადარჩებოდა, ამ დაზიანებების, ამ ჰემატომების მკურნალობა მოხდებოდა სტაციონარში. მას მედიკამენტოზური მკურნალობა დასჭირდებოდა, ექნებოდა ტკივილის სინდრომი, მაგრამ ეს ავადმყოფური მდგომარეობა მაქსიმუმი გასტანდა 21 დღეს. ანუ ,,მსუბუქი დაზიანებები” იმას არ ნიშნავს, რომ მკურნალობა არ დასჭირდებოდა. 21 დღის შემდეგ ჰემოტომები გაიწოვებოდა, რადგან შინაგანი ორგანოები დაზიანებული არ იყო.

ინგა გრიგოლია: ეს ფორმულირება მისცემს თუ არა სასამართლოს იმის საშუალებას, ამ პირბებმა არ აგონ პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით?

ექსპერტი: არ შეუმსუბუქებს. მსუბუქი ხარისხის დაზიანება ითვალისწინებს სამართლებრივ სანქციებს.

ინგა გრიგოლია: იმ ხარისხის, რაც მკვლელობის შემთხვევაში უნდა წარედგინოს სასჯელის სახით?

ექსპერტი: ექსპერტიზის კუთხით, თუ არ არის სხვა სამართლებრივი დარღვევა და არის მარტო მსუბუქი დაზიანება, ეს მაინც ითვალისწინებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას, დავუშვათ, პატიმრობას თუ სხვა ღონისძიებებს.

ინგა გრიგოლია: იმ სიმძიმის, რასაც მკვლელობა ითვალისწინებს?

ექსპერტი: არა, მძიმე ხარისხს არა… შედარებით ნაკლებ სასჯელს ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსით. მე არ ვარ იურისტი და ამ თემაზე ვერ დაგელაპარაკებით, მაგრამ სასჯელის სიმძიმეს განსაზღვრას ხელს არ შეუშლის.

ინგა გრიგოლია: 20 წელი თუ უნდა მიესაჯათ, ვეღარ მიუსჯიან ამ დასკვნის მიხედვით?

ექსპერტი: მსუბუქი დაზიანება სიკვდილს ვერ გამოიწვევდა, მაგრამ ქმედება –  თუ გადაადგეს წყალში უმწეო მდგომარეობაში, ეს არის მკვლეობა…

ამ დასკვნით მთავარ კითხვაზე იქნა გაცემული პასუხი – რა გახდა სიკვდილის მიზეზი. ერთი პიროვნების მხრიდან ამ ყველაფრის დაზიანება ძნელი წარმოსადგენია, ანუ მონაწილეობდა არაერთი პირი. სიმაღლიდან ვარდნით ეს დაზიანებები ვერ განვითარდებოდა.

მას ჰემატომები აქვს წინა და უკანა ზედაპირზე… ორგანოები რომ ყოფილიყო დაზიანებული, მაშინ შეგვეძლო გვეფიქრა, რომ იყო სახიფათო მძიმე დაზიანებები.

ინგა გრიგოლია: რაზე მეტყველებს ეს დაზიანებები – ბავშვი იყო პირქვე დაცემული და ზურგში სცემდნენ?

ექსპერტი: თუკი გამოძიება დაგვისვამს ამ კითხვას, ვუპასუხებთ, რომ სავსებით შესაძლებელია. მაღალი ალბათობით დასაშვებად ჩავთვლით.

ინგა გრიგოლია: შეიძლება, რომ წყალში პირქვე ყოფილიყო და ვინმე თავზე დასწოლოდა?

ექსპერტი: თეორიულად არც ეს არის გამორიცხული.

.

17 დაპატიმრებულიდან ჯერ არც ერთისთვის წაუყენებიათ მკვლელობის მუხლი. იურისტების თქმით, შეიძლება ამ დასკვნის მიხედვით  თავდამსხმელებს ბრალი ვერ დაუმძიმდეს განზრახ მკველობის მუხლით.