ემზარ კვიციანი: ,,ცოლთან გაშორების შემდეგ 4 დღე ლოგინიდან ვერ ვდგებოდი, როცა ყველაზე პატიოსანი ვიყავი, მაშინ წავიდა, არ ვღალატობდი” – ნახეთ ვიდეო

ემზარ კვიციანი: ,,ცოლთან გაშორების შემდეგ 4 დღე ლოგინიდან ვერ ვდგებოდი, როცა ყველაზე პატიოსანი ვიყავი, მაშინ წავიდა, არ ვღალატობდი" - ნახეთ ვიდეო,,59 წლის კაცი, რომელიც მწვანე კიტრივით გამოიყურება” – ასე წარუდგინა ია ფარულავამ პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი გადაცემა ,,ფარული კონვერტის” მაყურებელს. მან თავისი ცხოვრების შესახებ ისაუბრა, მათ შორის ყოფილ მეუღლეზე, თეთნულდი ანსიანზე, რომელთანაც სამი შვილი ჰყავს. მათ ერთად 25 წელი იცხოვრეს.

„სიზმარში ვნახე სურათივით კადრი – ლამაზი გოგო იყო. ხმაც ჩამესმა, შენი საბედოაო. მალევე, აფხაზეთში წავედი და ახლობელთან ფოტოებში ამ გოგოს სურათი ვნახე. მაშინვე ვიკითხე, ვინ არის ეს გოგო, ჩემი საბედოა-მეთქი.

მიპასუხა, ჩემი დეიდაშვილია და ის გაგრაში ცხოვრობს, მერვეკლასელიაო. სამი წლის შემდეგ მოვიტაცე. ნაკაწრებიც კი მქონდა, მაგრამ მერე თავადვე მომირჩინა…

25 წლის შემდეგ ჩვენი ოჯახი დაინგრა. ბევრი სტრესი გადაიტანა და ალბათ  მობეზრდა. როცა ყველაზე პატიოსანი ვიყავი, მაშინ წავიდა. არ ვღალატობდი.

გაშორების შემდეგ ოთხი დღე ლოგინიდან ვერ ვდგებოდი… შეყვარებული არ ვარ და არასოდეს ვიქნები, რადგან ჩემი ცოლი მიყვარდა… ნეტავ შემიყვარდეს ვინმე…“ – ამბობს ემზარ კვიციანი _ ნახეთ ვიდეო.

ფარული კონვერტი – ემზარ კვიციანი

📩 გადაცემის სტუმარი – ემზარ კვიციანი

Gepostet von ფარული კონვერტი am Montag, 13. Juli 2020