ემიგრანტის დედა: ,,არ მომიკვდეს შვილი, გთხოვთ” – საბერძნეთში ანა გვარამაძეს ეძებენ

ემიგრანტის დედა: ,,არ მომიკვდეს შვილი, გთხოვთ" - საბერძნეთში ანა გვარამაძეს ეძებენ20 დღეზე მეტია, ოჯახი უშედეგოდ ეძებს ათენში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს, ანა გვარამაძეს.

,,მოგმართავთ თხოვნით: თუ ვინმეს გაქვთ ანას შესახებ ინფორმაცია, თუ გინახავთ ბოლო დღეების განმავლობაში ან რამე გსმენიათ, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ შემდეგ ნომრებზე: 6999024445, 694 9155048″, – წერენ საბერძნეთში მცხოვრები ქართველები.

ანა გვარამაძის დედა ხელისუფლებას სთხოვს, შვილის პოვნაში დაეხმარონ და საქართველოში დააბრუნონ. ანას მცირეწლოვანი შვილი ელოდება საქართველოში.

-საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მესიჯი გავუგზავნე და არც გაუხსნიათ. ჩენი შვილი თუ სადმე ცოცხალია, ვთხოვ, მოძებნონ, მოათავსონ საავადმყოფოში და დეპორტი გაუკეთონ. არ მომიკვდეს შვილი, გთხოვთ, – ამბობს ,,მთავართან” ანა გვარამაძის დედა.