“აწამეს და მოკლეს ბავშვი, ასპროცენტიანია” – თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს

"აწამეს და მოკლეს ბავშვი, ასპროცენტიანია" - თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვესცოტა ხნის წინ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

რა გახდა გარდაცვალების მიზეზი ცნობილი არ არის.

აწამეს და მოკლეს ბავშვი, ასპროცენტიანია, აქედან მოტყუებით გაიყვანეს, – ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამამ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ის შვილის გარდაცვალების საქმეს თამარ ბაჩალიაშვილის სამსახურსაც უკავშირებს.

„ხუთი დღეა ვეხვეწები, ბავშვი დავკარგე ხალხო, ვითომ ეძებენ, გაძღებიან, სვამენ და ვიყავითო მეუბნებიან. ერთ ადგილას ვიყავითო გვითხრეს, მივედი იმ ადგილას, სოფელში და აქ პოლიცია არ ყოფილა დღესო. არ ვიცით, ბავშვს აქვს თუ არა დაზიანებები. აწამეს და მოკლეს ბავშვი, ასპროცენტიანია. აქედან მოტყუებით გაიყვანეს. სამსახურში ზეწოლის ქვეშ იყო. ან მეორე ვერსიაა, სხვა ვარიანტი, ვინმე ბიჭმა მოიტაცა. სამსახურზე ვფიქრობ უფრო, იქიდან რომ მოდიოდა სულ აგრესიული იყო, ორჯერ -სამჯერ ტიროდა კიდეც“ , – განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის მამამ.