“უნივერსამი” – ახალი გეგმებითა და  მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით

"უნივერსამი" - ახალი გეგმებითა და  მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებითსავაჭრო ცენტრ “უნივერსამის” მაღაზიათა ქსელი კორონავირუსის ფაქტორით შექმნილ მდგომარეობას და გამოწვევებს ღირსეულად და მობილიზებულად შეხვდა.

სავაჭრო ცენტრში, რომელიც ქსელში ხელმისაწვდომი ფასებითაა გამორჩეული, არც პროდუქტზე ფასთა მაღალი ვარდნა დაფიქსირებულა და ყველა ფილიალის მუშაობა  სახელმწიფო რეგულაციების თანახმად ხორციელდებოდა. ამასთანავე, კომპანიამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. კერძოდ, ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადა სახელმწიფო ფონდს და თბილისის ერთ-ერთი რაიონის ხელმოკლე ოჯახებს სპეციალური დახმარებაც გაუწია.

უფრო კონკრეტულად  “უნივერსამის” გაწეული სამსახურისა და სხვა ღონისძიებების შესახებ მაღაზიათა ქსელის მთავარი მენეჯერი, დავით ფარესაშვილი გვესაუბრება.

– ბატონო დავით, “უნივერსამი” ყოველთვის გამორჩეული იყო, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული მაღაზიათა ქსელი. დღეს არსებული გამოწვევების  ფონზე როგორია თქვენი მიდგომები და სამუშაო გეგმები?

– “უნივერსამის” მუშაობა კოორდინირებულია სახელმწიფო სტრუქტურებთან და მთლიანად, სახელმწიფო რეგულაციებთან. ჩვენს სავაჭრო ქსელებში დაცულია ყველა პირობა და წესი, რომელსაც ითვალისწინებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და სახელმწიფოს მოთხოვნები. დაწყებული თავად ქსელის კონსულტანტ-გამყიდველთა და სხვა თანამშრომელთა საგანგებო აღჭურვილობით, მომხმარებლისთვის გათვალისწინებული შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით დამთავრებული. ჩვენი მაღაზიების ყველა ნაწილში შეგხვდებათ სავალდებულო სადეზინფექციო ხსნარები. ასევე შიდა და გარე პერიმეტრზე დაცულია ყველა აუცილებელი წესი და პირობა, რასაც სახელმწიფო რეგულაციები გვიყენებს.

არცერთი ჩვენი მაღაზია და ქსელი არ დაკეტილა. თანამშრომლების რაოდენობაც არ შემცირებულა, იყო რამდენიმე შვებულების ფაქტი, როდესაც ზაფხულის ნაცვლად ისარგებლეს ჩვენმა თანამშრომლებმა. არც ხელფასების კლება დაფიქსირებულა და, რაც მთავარია, ჩვენ მაქსიმალურად და შეძლებისდაგვარად ვინარჩუნებდით  პროდუქტზე ფასებს.

“უნივერსამის” მაღაზიათა ქსელში ათასობით დასახელების უმაღლესი ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასადაა წარმოდგენილი, გარდა ამისა, “უნივერსამში” ყოველდღიურად შეხვდებით აქციებს სხვადასხვა პროდუქციაზე, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებულ ფასად შეძლებთ კონკრეტული პროდუქციის შეძენას.

ქსელში წარმოდგენილი პროდუქციის დიდ ნაწილს გუნდი თავად აწარმოებს, თავადვე ახდენს პროდუქციის იმპორტს და ეს ყველაფერი მნიშვნელოვან შეღავათს იძლევა, რაც შემდგომში პროდუქციის ფასზე აისახება.

– ბატონო დავით, გვითხრეს, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში, “უნივერსამი” ძალიან ბევრ ხელმოკლე და გაჭირვებულ ადამიანს დაეხმარა.

– დიახ, ზუსტი ინფორმაცია გაქვთ. ჩვენ კოვიდ-19-თან ბრძოლის სახელმწიფო ერთიან ფონდს, ბუნებრივია, გავუწიეთ დახმარება, ხოლო გლდანის გამგეობასთან კოორდინირებულად, ხელმოკლე და სოციალურად დაუცველ ადამიანებს გადავეცით ვაუჩერები, ფოთში დავეხმარეთ 100 ბენეფიციარს, ხოლო თბილისში 200 ბენეფიციარს დაურიგდა.

ასევე გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ხელისუფლებას, რომ ის საკანონმდებლო ცვლილებებით მაქსიმალურად მხარში დაგვიდგა ამ რთულ პერიოდში ბიზნესს, განსაკუთრებით საშემოსავლო ნაწილში, რამაც მოგვცა თანხების მობილიზებისა და თანამშრომელთა რიცხვის შენარჩუნების საშუალება.

– თქვენი აზრით, კომპანიის წარმატებაში რა როლი აქვს კადრებს და როგორია თქვენი მიმდინარე სამუშაო გეგმები?

– 2010 წლიდან დავიწყეთ ჩვენ ოპერირება ბაზარზე. თემქაზე არსებული ჰიპერმარკეტი იყო ჩვენი პირველი ლოკაცია და მას შემდეგ უკვე 12 ფილიალი გვაქვს. ფოთის გარდა, ვაპირებთ დასავლეთ საქართველოს რეგიონის კიდევ რამდენიმე მსხვილი სავაჭრო ცენტრით წარმოდგენას. სწორედ ჩვენი გუნდის და კადრების დამსახურებაა ის მიღწევები, რასაც “უნივერსამმა”  მთელი ამ ხნის განმავლობაში მიაღწია.

მიმაჩნია, რომ გუნდს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კომპანიის გამართულ და ეფექტურ საქმიანობაში. დაახლოებით 1.200 თანამშრომელი გვყავს დასაქმებული. ცოტა ხნის წინ ჩვენ გავხსენით ახალი ფილიალი შინდისის დასახლებაში ჩვენს პარტნიორებთან ერთად. მიუხედავად არსებული ეკონომიკური ფორს-მაჟორისა, ჩვენ  უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ ახალი, მასშტაბური მარკეტის გახსნას უკვე ნავთლუღის დასახლებაში, რომელიც დაახლოებით ჯამში 150-მდე ადამიანს დაასაქმებს.

ჩვენი მთავარი სამუშაო პრინციპებია, რომ მომხმარებელმა, განსხვავებით სხვა ჰიპერმარკეტებისგან, ხელსაყრელ ფასად, ფართო ასორტიმენტით და მომსახურების სრული სერვისით შეიძინოს პროდუქცია. ჩვენს სავაჭრო ქსელებში ყველგან წარმოდგენილია კონსულტანტების დიდი რაოდენობა. “უნივერსამს” დღეში 30.000-მდე მომხმარებელი ჰყავს და მთლიანად ორიენტირებული ვართ მათთვის კომფორტული სავაჭრო გარემოს შექმნაზე.

ხელსაყრელი ფასი და კომფორტი ჩვენი მთავარი სამუშაო პრინიპებია. ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია ხარისხზე ზრუნვა. ვიცავთ ყველანაირ შენახვის პირობებს ქსელში მიღებიდან, ტრანსპორტირებიდან და შემდგომ განთავსებამდე. რაშიც აქტიურად დაგვემოწმებიან სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო და შემოსავლების სამსახური, რომლებიც ჩვენი აქტიური სტუმრები არიან და მთელ ამ პროცესს მუდმივად ადევნებენ თვალს.

ვიცავთ ყველა სტანდარტს, რაც კი საქართველოს კანონმდებლობით და ნორმებით არის განსაზღვრული.

სავაჭრო ქსელი “უნივერსამი” მთლიანად ორიენტირებულია მომხმარებელზე და მისთვის ხელსაყრელი პროდუქტის ხელმისაწვდომ ფასად შეძენაზე!

"უნივერსამი" - ახალი გეგმებითა და  მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით