,,ტყუპებს მამის ხმა ძალიან მოსწონთ, ცნობენ” – ექსკლუზიური ინტერვიუ ნინო სურგულაძესთან, რომელიც ზაქარიას და ნატალიას დედა გახდა

,,ტყუპებს მამის ხმა ძალიან მოსწონთ, ცნობენ" - ექსკლუზიური ინტერვიუ ნინო სურგულაძესთან, რომელიც ზაქარიას და ნატალიას დედა გახდაქართველი მეცოსოპ­რა­ნო, ნინო სურ­გუ­ლა­ძე ქალ-ვაჟის დედა გახდა. ეს ემოციები მან საზოგადოებას ფეისბუქით გაუზიარა:

,,სი­ტყვე­ბი, გან­ცდე­ბი, გრძნო­ბე­ბი _ მგო­ნი, ვე­რა­ფე­რი გა­მო­ხა­ტავს იმას, რაც ახლა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბა. ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზე მე­ტია ეს ორი სა­ოც­რე­ბა, დღეს რომ მო­ევ­ლი­ნა სამ­ყა­როს ჩემ­გან და ჩემ­თვის, ჩვენ­თვის…

ყვე­ლა დე­დის­თვის ნაც­ნო­ბია ის შეგ­რძნე­ბა, ახლა რაც მაქვს, მაგ­რამ მა­ინც მარ­ტო ჩემი და ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, ასე მგო­ნია ამ წუ­თამ­დე. ნა­ტა­ლი­ას და ზა­ქა­რი­ას და­ბა­დე­ბამ­დე არა­ფე­რი ყო­ფი­ლა თურ­მე მსგავ­სი ემო­ცი­ის მომ­ტა­ნიც კი, არ გა­ნმიც­დია, არ გამ­ხა­რე­ბია ასე სრულ­ყო­ფი­ლად, ასე სრუ­ლად, ახლა ვარ ის, ვინც უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, დედა, რო­მე­ლიც ამ უსას­რუ­ლო ძა­ლით და ბედ­ნი­ე­რე­ბით უფრო მეტს შეძ­ლებს პრო­ფე­სი­ა­შიც, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­შიც, ყველ­გან, სა­დაც მო­ინ­დო­მებს იმი­ტომ, რომ დედა ვარ…

ახლა, რო­გორც არას­დროს, ისე ძა­ლი­ან მინ­და, ყვე­ლა ქალს მი­ე­ცეს ეს ძალა, ყვე­ლა ქალ­მა იგ­რძნოს მისი ახალ­და­ბა­დე­ბუ­ლი შვი­ლის სურ­ნე­ლი, პა­ტა­რა თი­თე­ბის სით­ბო, რო­მელ­საც ვე­რა­სო­დეს ვე­რა­ფე­რი შეც­ვლის.
დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი ჩვენ­თან ერ­თად და ჩვე­ნი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი იყო, ვი­საც სი­ხა­რუ­ლი მო­უ­ტა­ნა ნა­ტა­ლი­ას და ზა­ქა­რი­ას და­ბა­დე­ბამ, ვინც მოგ­ვი­ლო­ცა და მოგ­ვი­ლო­ცავს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გი­ნე­კო­ლოგს, ბა­ტონ ნო­დარ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვილს.
მად­ლო­ბა თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, რო­მე­ლიც უფრო მეტ ძა­ლას მომცემს, ჩემს  პა­ტა­რებს ყვე­ლას და ყვე­ლაფ­რის სიყ­ვა­რუ­ლი ვას­წავ­ლო, რად­გან ამ გრძნო­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლიც კი შე­საძ­ლე­ბე­ლია.

მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ თქვენ­განს ყვე­ლაფ­რის­თვის, მჯე­რა, ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის შვი­ლე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად იცხოვ­რე­ბენ ბედ­ნი­ერ, ლა­მაზ და სრულ­ყო­ფილ სამ­ყა­რო­ში და ძლი­ერ სა­ქარ­თვე­ლო­ში”.

ნინო სურგულაძე სანამ იმშობიარებდა, მანამდე ჟურნალ ,,სარკეს” ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და თავის მოლოდინზე, ოჯახურ ცხოვრებაზე ისაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუს.

,,ტყუპებს მამის ხმა ძალიან მოსწონთ, ცნობენ" - ექსკლუზიური ინტერვიუ ნინო სურგულაძესთან, რომელიც ზაქარიას და ნატალიას დედა გახდამსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა მეცო სოპრანომ, ნინო სურგულაძემ, ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება საზოგადოებას მოულოდნელად ეკრანიდან აცნობა. მისი რჩეული იურისტი გიორგი ინწკირველია. ის ცნობილი იურისტისა და მეცნიერის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ყოფილი დეკანის, გივი ინწკირველის, შვილიშვილია.

ტკბილი მოლოდინი – ასე უწოდებს ნინო თავის ახლანდელ მდგომარეობას. სწორედ ეს მოლოდინი საშუალებას არ აძლევს, მსოფლიო პანდემიის გამო შექმნილ პრობლემებზე ემოციურად იფიქროს, ყველანაირ შეზღუდვას მედგრად უძლებს და ახალი სიცოცხლეების დაბადებაზეა ორიენტირებული.

ნინო ორსულობის ბოლო ეტაპზეა და თავისი მკაცრი დიეტით შეძლო, რომ 9 კილოზე მეტი არ მოემატებინა. ამიტომ იმედი აქვს, რომ მშობიარობიდან 2-3 თვეში სცენაზე დადგება.

თუ როგორია ნინო სურგულაძის მმტკბილი მოლოდინი” საყოველთაო კარანტინის პირობებში, ამაზე ,,სარკესთან” გულახდილად საუბრობს.

– ნინო, თქვენს ორსულობას მსოფლიო პანდემია დაემთხვა. რა სტრესები გადალახეთ ამ პერიოდში და როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება?

– პანდემიამ მთელი მსოფლიოს ცხოვრება შეცვალა და მათ შორის ჩემზეც იმოქმედა. გარკვეულწილად ამ ყველაფერს სტრესი ახლავს, მაგრამ, ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ახალ რეალობას უფრო სხვანაირად შევხვდი. ორ ახალ სიცოცხლეს ველოდები, ამიტომ ამან ეს სტრესი ძალიან შემიმსუბუქა. ჩემთვის განსხვავებული რეალობაა ისედაც და ასედაც.

რაც შეეხება შემოქმედებას, ყველაფერი შეჩერებულია, როგორც ჩემი საქმიანობა, ასევე ჩემი ფონდის მუშაობაც (მომღერალმა რამდენიმე წლის წინ დააარსა ფონდი “ნატვრის ხე”, რომლის საშუალებითაც ბავშვებს ეხმარება – რედ.შენ.). დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეალობა მალე შეიცვლება.

მიხარია, რომ საქართველო ამ სირთულეებს ძალიან ღირსეულად შეხვდა და სხვა ქვეყნებთან შედარებით ამ სენთან ბრძოლაში დიდი შედეგები გვაქვს.  ჩემთვის საქართველო პირველია, მაგრამ იტალია ჩემი მეორე სამშობლოა, ამიტომ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალს, თუ რა ხდება ამ ქვეყანაში.

ჩემს იქაურ მეგობრებთან მუდმივი კონტაქტი მაქვს და, სამწუხაროდ,  რამდენიმე დავკარგე კიდეც სწორედ ამ კორონავირუსის გამო. ამიტომ ამ რეალობამ ძალიან ბევრი სევდა და მწუხარებაც მოიტანა.

– ამ პერიოდში ალბათ ისედაც ვერ იქნებოდით აქტიური, მაგრამ ახლა სხვა უამრავი შეზღუდვაც დაგემატათ. რა არის თქვენთვის მთავარი სირთულე?

ადამიანისთვის ყველაზე რთული თავისუფლების შეზღუდვაა და, აქედან გამომდინარე, ბევრი რამ რთულია. ტელევიზორზე გავხდი მიჯაჭვული, რაც არ მახასიათებდა. სულ მინდა, გავიგო ახალი მიღწევებისა თუ მარცხის შესახებ ამ ვირუსთან ბრძოლაში.

შეზღუდვები სანამ დაწესდებოდა, ბევრს ვმოძრაობდი, სუფთა ჰაერზე ვსეირნობდი. ახლა კი გარეთ მხოლოდ მაშინ გავდივარ, როდესაც ექიმთან მაქვს ვიზიტი დაგეგმილი.

მინუსებთან ერთად ყველაფერს მოაქვს თავისი პლუსებიც. ისეთი რაღაცებისთვის მოვიცალე, რისთვისაც აქამდე ფიზიკურად დრო არ მქონდა. საკუთარ თავში ბევრი რამ აღმოვაჩინე, პირველ რიგში, ის, რომ დიდი ნებისყოფა მქონია. გარდა ამისა, ჩემ გარშემო აღმოვაჩინე ბევრი ადამიანი, რომლებთანაც ახლა უფრო ახლო ურთიერთობა მაქვს, ვიდრე ადრე მქონდა.

ბევრი მივიწყებული წიგნი გადმოვიღე თაროდან, ბევრ საოპერო პარტიას ჩავუჯექი, რომელთათვისაც აქამდე დრო არ მქონდა. დედა ვხდები და აბსოლუტურად სხვა ფურცელი იშლება ჩემს ცხოვრებაში.

ჩემი შემოქმედებითი ცხოვრების 30 წელი შესრულდა და მიხარია, რომ ეს ლამაზი თარიღი ყველაზე დიდი მონაპოვრით გვირგვინდება. სულ მალე შევიძენ ორ მეგობარს, რომლებთან ერთადაც გავაგრძელებ იმ საქმეს, რომელსაც ვემსახურები.

– ალბათ არასდროს დაგავიწყდებათ ის ემოციები, როდესაც გითხრეს, რომ მალე ორი შვილის დედა გახდებოდით.

– მას შემდეგ კი არ დავდივარ, დავფრინავ! თავდაპირველად, როდესაც ექიმ ალეკო მაჭავარიანთან ექოსკოპიაზე  ვიყავი, ძალიან ემოციურად და დიდი   სიხარულით მახარა, რომ შვილს ველოდებოდი. პირველად ერთი ნაყოფი ჩანდა. მეორე მისვლაზე ალეკოს  სიხარულმა და ემოციებმა ძალიან გამაკვირვა. აღმოჩნდა, რომ ტყუპს ველოდებოდი.

ეს აბსოლუტური შოკი იყო ჩემთვის. მეუღლეს რომ დავურეკე, საჭესთან იჯდა. ვთხოვე, რომ მანქანა გაეჩერებინა, რადგან რაღაც უნდა მეთქვა. ჩემი ქმარი ამან შეაშინა, ეგონა, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა ჩემს თავს. როცა გაიგო, რომ ერთის ნაცვლად ორ ბავშვს ველოდებოდით, სიხარულისგან გადაირია!

ტყუპების ამბავმა ისეთი ბედნიერი გამხადა, როგორიც არასდროს ვყოფილვარ ჩემს ცხოვრებაში. სადღაც ოცნებებში კი გამიფიქრებია, რომ რა კარგია, როცა ტყუპები გყავს, მაგრამ ამის გენეტიკური განწყობა არც მე და არც ჩემს მეუღლეს არ გვაქვს, ამიტომ ვფიქრობდი, რომ ეს ჩვენს შემთხვევაში არ მოხდებოდა. როგორც ექიმებმა ამიხსნეს, გარკვეული ასაკის შემდეგ ტყუპების დაბადების ალბათობა უფრო იზრდება.

– როგორი აღმოჩნდა ორსულობის ეტაპი?

– ძალიან საინტერესო ორსული აღმოვჩნდი – ზედმეტი გართულებების გარეშე. იტალიელებს აქვთ გამოთქმა – ,,ტკბილი მოლოდინი”, რაც ჩემს შემთხვევაში სრულად გამართლებულია.

უბრალოდ შიში დამეუფლა და სულ ვცდილობ, რომ თავს გავუფრთხილდე და ზედმეტად არ დავიტვირთო. იქიდან გამომდინარე, რომ სიმღერა დიდი დატვირთვაა ჩემი ორგანიზმისთვის, ბოლო თვეებში ესეც ავკრძალე.

– პანდემიამ ალბათ ხელი შეგიშალათ, სათანადოდ მომზადებულიყავით და  ბავშვებისთვის საჭირო ნივთები შეგეძინათ.

– კი, ნამდვილად რთულ სიტუაციაში ვარ. მოგეხსენებათ, მიღებული არ არის, ბავშვისთვის წინასწარ ყველაფერი იყიდო და მეც მოუმზადებელი აღმოვჩნდი. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ბავშვების დაბადებისას მათი ოთახი სრულად არ მექნებოდა მოწყობილი და ყველა საჭირო ნივთი – შეძენილი.

ახლა იხსნება ონლაინ მაღაზიები და იმედი მაქვს, რომ რაღაცას მაინც მოვახერხებ.

– ორსულობამ ალბათ თავდაყირა დააყენა თქვენი დაგეგმილი კონცერტები და გაფორმებული კონტრაქტები.

მალე ვაპირებ, ფორმაში ჩავდგე, ამიტომ მხოლოდ ერთი ან ორი კონტრაქტი შეიძლება გაუქმდეს. მთელი ორსულობის განმავლობაში ძალიან მკაცრი დიეტა დავიცავი. საათობრივად ვიკვებებოდი და ისე მოვახერხე, რომ ტყუპებზე ორსულობისას მხოლოდ 9 კილო მოვიმატე. ამიტომ მალე ჩავდგები ფორმაში.

ვფიქრობ, აგვისტო-სექტემბერში უკვე შევძლებ სცენაზე დადგომას, თუ, რა თქმა უნდა, სამყარო ჩვეული ცხოვრების რიტმს დაუბრუნდება.

–  ტყუპებს მუსიკას ასმენინებთ?

– სხვათა შორის, მამის ხმა ძალიან მოსწონთ, ყოველთვის ცნობენ და რეაგირებენ. კლასიკურ მუსიკასთან ერთად ქართულ მუსიკასაც ვასმენინებ. კლასიკურ მუსიკას ბავშვებისთვის ძალიან დიდი ენერგეტიკა მოაქვს.

მათი მუსიკასთან კონტაქტი უკვე დაწყებულია და მომავალშიც გავაგრძელებთ. რამდენად ექნებათ ჩემი მონაცემები, ამას დრო გვაჩვენებს.

– გაიმეტებთ შვილებს იმ საქმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ?

– არა. ამის სურვილი არ მაქვს, მაგრამ, მათ თუ გაუჩნდებათ ინტერესი, აბსოლუტურად მივიღებ. საოპერო გზა ძალიან რთულია და მენანებიან იმ ტიტანური შრომისა და თავდადებისთვის, რასაც ეს საქმე მოითხოვს. ასე მგონია, რომ ახალი ეპოქა კიდევ უფრო სხვა საინტერესო პროფესიებსაც მოიტანს ცხოვრებაში.

– რა მოგწონთ ახლა თქვენს ოჯახურ ცხოვრებაში და, საერთოდ, რა ტიპის ოჯახი შედგა?

– მომწონს ის, რომ ჩვენს ოჯახში არის სიყვარული, პატივისცემა, ცხოვრებისეული გამოცდილება და დიდი მოლოდინი. ჩვენ, ორივენი, შემდგარი ადამიანები ვართ, ჩვენ-ჩვენი საქმეები, ცხოვრებისეული გამოცდილება გვაქვს და, ვფიქრობ, ბევრი რამ შეგვიძლია, ბავშვებს გადავცეთ.

ამბობენ, რომ ამ კორონავირუსის პერიოდში ბევრი ცოლ-ქმარი ჩხუბობს, რომ დიდი დოზით არიან ერთად, მაგრამ ჩვენთვის პირიქითაა, ერთად ყოფნა უფრო გვიხარია.

– როგორ არის ტრადიციებისა და თანასწორობის პრინციპები თქვენს ოჯახში დაცული?

– ჩვენს ოჯახში თანასწორობა მნიშვნელოვანია და ტრადიციებსაც პატივს ვცემთ. მიხარია, რომ ჩემს ოჯახში ქართული ენა დომინირებს. არ ვამბობ, რომ უცხოელ ადამიანთან ვერ მიაღწევ ჰარმონიას, მაგრამ ვთვლი, რომ კიდევ სხვა სიახლოვეა, როდესაც შენიანთან ერთად ცხოვრობ, რომელიც უფრო ახლოს არის შენთან თავისი ბუნებით, გაგებით, ტრადიციებით.

– თქვენი სამუშაო გრაფიკი და მუდმივი საგასტროლო ცხოვრება არ აშინებს მეუღლეს?

– თუნდაც მაგიტომ არის ძალიან დასაფასებელი, რომ არ შეუშინდა ისეთი ქალის გვერდით ცხოვრებას, რომელსაც მუდმივად გაწერილი აქვს მომავალი რამდენიმე წელი. როდესაც სიყვარულია, ყველაფერი ხდება.

როლებს ისე გადავანაწილებთ, რომ არც ოჯახი დაზარალდეს და არც ჩვენი საქმეები.

30 წელი სცენაზე – ეს ცოტა ნამდვილად არ არის. უკან რომ იხედებით,  რა უფრო გახსენდებათ, ის შრომა და წვალება, რის ფასადაც მოვიდა წარმატება თუ ის აპლოდისმენტები, რასაც მაყურებლისგან იღებთ?

– ადამიანის გონება ისეა მოწყობილი, რომ უფრო კარგი ახსენდება, ვიდრე ცუდი. ვთვლი, რომ ცხოვრებაში ყველანაირად გამიმართლა. ძალიან მადლობელი ვარ ღმერთის, ჩემი ოჯახის და ყველა იმ ადამიანის, რომლებიც  მგულშემატკივრობენ. ჩემს წინსვლას ყოველთვის ვაიგივებ ჩემს ქვეყანასთან. ღირდა ყველა ის სიძნელე, რომლებიც ამ გზაზე მქონდა.

გულწრფელი რომ ვიყო, გეტყვით: რა წარმატებაც მქონია ცხოვრებაში, არაფერია იმ წარმატებასთან შედარებით, რაც ამ ბავშვების მოლოდინია.

,,სარკე”,  ავთო ჩიტიძე