თავისუფალი სუნთქვა!

თავისუფალი სუნთქვა!რინოსინუსიტი არის ცხვირის ღრუს და მისი დანამატი წიაღების ანთება. ის ვითარდება მაშინ, როდესაც ლორწოვან გარსში მიმდინარე ანთებითი პროცესის გამო ხდება თავისუფალი წიაღების დახშობა. რინოსინუსიტი განსაკუთრებით აქტუალურია გაზაფხულის სეზონზე.

ხანგრძლივობის მიხედვით რინოსინუსიტი იყოფა სამ ფორმად:

...

მწვავე (სიმპტომები გრძელდება 4 კვირა)

ქვემწვავე (სიმპტომები გრძელდება 4-12 კვირა)

ქრონიკული (გამწვავებებით ან მის გარეშე გრძელდება 12 კვირა და მეტი)

მწვავე რინოსინუსიტის გამომწვევ მიზეზად ითვლება ვირუსული, ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექცია. წლის განმავლობაში, მწვავე ბაქტერიული რინოსინუსიტი ვლინდება 4 ან მეტი ეპიზოდით, ხოლო ვირუსული რინოსინუსიტით ავადობა იმატებს უფრო შემოდგომასა და გაზაფხულზე. ბავშვები წელიწადში 6-8 ჯერ ავადდებიან. შემთხვევათა 6-13% მოდის ზედა სასუნთქი გზების ბაქტერიულ-ინფექციურ გართულებებზე. მოზრდილებში ასეთი გართულება შედარებით იშვიათია და შეადგენს 2%-ს. აღსანიშნავია, რომ რინოსინუსიტით უფრო მეტად ავადდებიან ქალები, ვიდრე მამაკაცები. ამას განაპირობებს ქალბატონების უფრო ხშირი და ხანგრძლივი კონტაქტი პატარებთან.

მწვავე რინოსინუსიტის სიმპტომები:

ცხვირის ღრუს დახშობა, ჭარბი გამონადენი ცხვირიდან, დისკომფორტი ზედა ყბის არეში, ტკივილი ან ზეწოლის შეგრძნება სახის და შუბლის მიდამოში, განსაკუთრებით თავის წინ დახრისას, ცხელება, ზოგჯერ ხველა. რინოსინუსიტს თან სდევს ყნოსვის გაქრობა ან დაქვეითება, ყურში სისავსის და წნევის შეგრძნება.

რინოსინუსიტის მკურნალობა კომპლექსურია. თუმცა, ყველა ფორმის რინოსინუსიტის სამკურნალო სქემაში გამოიყენება მარილიანი ხსნარებით გამორეცხვა.

ნიზიტა არის გამორჩეული გერმანული საშუალება, რომელიც ხელს უწყობს ვირუსებისა და ბაქტერიების გამოდევნას ცხვირის ღრუდან. ეს განაპირობებს ცხვირის შიდა გარემოს გასუფთავებას და დაცვას. ნიზიტას შემადგენლობაში არსებული ნატრიუმის ქლორიდი ატენიანებს ცხვირის ლორწოვანს და იცავს მას გამოშრობისგან. შესაბამისად, არბილებს ქერქებსა და ფუფხებს ცხვირში, ხელს უწყობს მათ მოცილებას.

თავისუფალი სუნთქვა!ნიზიტას სპრეი რეკომენდებულია მოზრდილებში და ბავშვებში 2 წლიდან 1 შესხურება დღეში 2-ჯერ, თითოეულ ნესტოში.

ნიზიტას მალამო რეკომენდებულია 0 ასაკიდან, დღეში 2-ჯერ 1 სმ მალამოს ზოლის შეზელვა თითოეულ ნესტოში. გამოიყენება 3-4 თვე, არ იწვევს შეჩვევას.

რინოსინუსიტის პროფილაქტიკა:

რინოსინუსიტისგან თავის დაცვის ერთ-ერთი გზა ჰიგიენის წესების დაცვაა. გაზაფხულზე საყურადღებოა გრიპისა და გაციების პროფილაქტიკა. ნიზიტას გამოყენებით ინფიცირების რისკი მინიმუმამდე დადის!

ქეთევან ომიაძე

ალერგოლოგ-იმუნოლოგი

მედიცინის დოქტორი, პროფესორი

595 11 48 28