თამარ თორაძეს ამერიკაში 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება? – სკანდალური საქმის გაგრძელება

თამარ თორაძეს ამერიკაში 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება? - სკანდალური საქმის გაგრძელებაამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებით, ამერიკის მოქალაქე თამარ თორაძე 2016 წელს ამერიკა-კანადის საზღვარზე მაშინ დააკავეს, როდესაც ის სხვა სამ პირთან ერთად ცდილობდა საქართველოს და უკრაინის მოქალაქეების არალეგალურად გადაყვანას ამერიკის ტერიტორიაზე. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება _ ამის შესახებ ოდიშინიუსი წერს (ავტორი ლევან თორია).

თამარ თორაძე გიორგი რურუას ბრალად დებს 90-იან წლებში მისი ოჯახის წინააღმდეგ უკანონო ქმედებებს და ოჯახის წევრების მკვლელობაში ადანაშაულებს.

თორაძეების ოჯახის ტრაგედია 1992 წელს მოხდა. არსებული ინფორმაციით, თორაძეები “მხედრიონს” დაუპირისპირდნენ. 1992 წლის თებერვალში ძმებ თორაძეებს ლაშას, კახასა და იმედოს, ასევე მათ მეგობარს, “მხედრიონმა” ნუცუბიძის პლატოზე ცეცხლი გაუხსნა _ გააგრძელეთ კითხვა.