პოლ-რობსონი – 80-იანების ჰიტი

პოლ-რობსონი - 80-იანების ჰიტიტორტს სახელწოდება შეერქვა სახელგანთქმული ბარიტონის, მომღერლისა და მსახიობის პოლ რობსონის პატივსაცემად, რომელიც საბჭოთა კავშირს ეწვია არაერთხელ.

რჩევები ინგრედიენტებზე: კეფირი უნდა იყოს 2,5 % ცხიმის შემცველი. კარაქი არ შეცვალოთ მარგარინით. კაკაო უნდა იყოს მაღალი ხარისხის, რადგან ტორტის გემო დამოკიდებულია მასზე. არაჟანი უნდა იყოს ცხიმის მაღალი შემცველობის.

ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, არაჟანი კი უშუალოდ მომზადების დროს გამოიღეთ მაცივრიდან.

შემადგენლობა

ხორბლის ფქვილი 300 გ

კეფირი 250 მლ

შაქარი 200 გ

კარაქი 80 გ

კვერცხი 2 ც.

კაკაო 2 ს/კ.

სოდა 1 ჩ/კ.

ვანილის შაქარი 10 გრ

არაჟანი 600 გ

დაფქული შაქარი 80 გ

კაკალი 100 გ

მომზადება

ღრმა თასში აურიეთ კაკაოს ფხვნილი, ფქვილი და სოდა. ცალკე აურიეთ კვერცხებში შაქარი და ვანილი. ჩაასხით გამდნარი კარაქი, ათქვიფეთ. ჩაასხით კეფირი და ისევ ათქვიფეთ. ჩაასხით კაკაოს, ფქვილისა და სოდის ნარევში.

25 სმ დიამეტრის ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, წაუსვით ცხიმი და ჩაასხით ცომი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 45-50 წუთი. გამოიღეთ, გააციეთ, ზედაპირი დანით შემოაჭერით თანაბრად (შეინახეთ მოსაყრელად) და ბისკვიტი სიბრტყეზე გაჭერით სამ ნაწილად. თქვიფეთ არაჟანი დაფქულ შაქართან ერთად, დაამატეთ დაფქული კაკალი და აურიეთ.

ააწყვეთ ტორტი. დაკრემეთ თითოეული ფირფიტა და შეაერთეთ. ზემოდან მოაყარეთ ნამცხვრის ნაფხვენი. შეგიძლიათ მორთოთ ალუბლით, კაკლით, შავი ქლიავით.

პოლ-რობსონი - 80-იანების ჰიტი

პოპსუგარ.ჯი