ნეკა დოროყაშვილი: ,,მორალურად განადგურებული ვარ, ბავშვი ფსიქოლოგებთან დამყავს”

ნეკა დოროყაშვილი: ,,მორალურად განადგურებული ვარ, ბავშვი ფსიქოლოგებთან დამყავს"საქართველოს პირველი ჩოგანის ყოფილი ცოლი, ნეკა დოროყაშვილი ,,პრაიმტაიმთან” ამბობს, რომ მის 5 წლის შვილს ფსიქოლოგებთან ატარებს და თვითონაც მძიმე მდგომარეობაშია.

-მორალურად განადგურებული ვარ, მაგრამ არ ვარ ისე ცუდად, რომ წავიდე მონასტერში და მივატოვო ჩემი შვილი. მე იმიტომ ვარ ჩუმად, რომ არ ვარ თავის მართლების პოზიციაში. მოვა დრო, როცა დაუსრულებლად ბევრს ვილაპარაკებ ამ თემაზე. არ მაქვს უფლება, დავაზიანო შვილის ფსიქიკა, მით უმეტეს, ახლა, როცა ბავშვი ფსიქოლოგებთან დამყავს. არ არის კარგად.

ქალისთვის ყველაზე მთავარია დედობა და არავის მივცემ უფლებას, გამნიკითხონ, როგორც დედა.

ვრცლად ,,პრაიმტაიმში”