,,ნახალოვკელებს საბურთალოს მხარე მისდევდა” – გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს

,,ნახალოვკელებს საბურთალოს მხარე მისდევდა" - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავესგიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს. ამ საკითხზე განცხადება შსს-ში დღის ბოლომდე გაკეთდება.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებებმა მცხეთის განყოფილებიდან უკვე გლდანის პოლიციის სამმართველოში გადაინაცვლა. საქმის მთავარი ფიგურანტები წუხელ განყოფილებაში იმყოფებოდნენ, მათ შორის, სპორტსმენები და ოქროს მოწმე – გური ამირხანაშვილი. ის პოლიციაში იმ მორაგბეების ამოსაცნობად დაიბარეს, რომლებიც 19 ივნისს მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდნენ.

-მიმდინარეობს მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. ჩატარდა ამოცნობა, შესაბამისად, ბატონი გური მობრძანდა და ამოიცნო პიროვნება, რომელიც „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში იჯდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვადასტურებთ, რომ ეს პიროვნება ჩვენს მანქანაში იჯდა და კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, – განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

ერთ-ერთი მოწმის ადვოკატის არჩილ ბერიანიძის თქმით, კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის სურვილია, მაქსიმალურად ითანამშრომლოს გამოძიებასთან, რომ არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები და სამქეს ნათელი მოეფინოს.

-როგორც წინა შემთხვევებში, მომავალშიც მზად ვართ, ნებისმიერ დროს მჭიდროდ ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან, – აღნიშნა არჩილ ბერიანიძემ – იმედინიუსი.

მოწ­მედ გა­მო­სა­კი­თხი პი­რის, თენ­გო ბარ­ბა­ქა­ძის მამა, ხვი­ჩა ბარ­ბა­ქა­ძე აცხა­დებს, სუფ­რას­თან იმ­ყო­ფე­ბო­და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი გიგა ტა­ტი­აშ­ვი­ლიც.

მი­სი­ვე თქმით, ტა­ტი­აშ­ვი­ლი იუ­ბი­ლა­რის კლა­სე­ლია. ხვი­ჩა ბარ­ბა­ქა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ჩხუბს ტა­ტი­აშ­ვი­ლი და მისი შვი­ლი გა­მო­ე­რიდ­ნენ და თბი­ლის­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, ტა­ტი­აშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი ,,მერ­სე­დე­სის” მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლით დაბ­რუნ­დნენ, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ას­თან და­ლუ­ქულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ცოტა ხან­ში კი კვლავ უკან დაბ­რუნ­დნენ მე­გობ­რე­ბის წა­მო­საყ­ვა­ნად.

-ჩემი შვი­ლი აგა­რაკ­ზე, და­ბა­დე­ბის დღე­ზე თა­ვი­დან­ვე იყო, ის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს არ იც­ნობ­და, ვისი და­ბა­დე­ბის დღეც იყო, მისი მე­გო­ბა­რია. და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს, ჩხუბ­ში ვინ მი­ა­ყე­ნა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ ვიცი, სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ აქვს. თა­ვი­დან გა­იქ­ცნენ, ჩხუბს თავი გა­ა­რი­დეს, სახ­ლში წა­ვი­და.

შა­ქა­რაშ­ვილ­ზე ამ­ბობს, ერთ-ერთი კარ­გი ბიჭი იყოო და იმ ბიჭს კონ­ფლიქ­ტი არა­ვის­თან ჰქო­ნი­აო. და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­იც­ნო ისიც. არა­ვინ იცის, რა მოხ­და, აი­ვან­ზე ვი­დე­ქი ცალ­კე, რომ გა­მო­ვე­დი ვი­ღა­ცამ ხელი მომ­კი­და და კე­დელ­ზე მი­მა­ხეთ­ქაო – ასე ამ­ბობს ჩემი შვი­ლი. ის ,,მერ­სე­დე­სის” მარ­კის ავ­ტო­მო­ბილ­ში იჯდა. თბი­ლი­სი­დან ბი­ჭე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად ისევ წა­მო­ვი­და, თა­ვის მე­გობ­რებს რომ ცემ­დნენ, ხომ არ მი­ა­ტო­ვებ­და? ,,ნა­ხა­ლოვ­კი­დან” ჩა­ვიდ­ნენ და თა­ვი­სი ძმა­კა­ცე­ბი წა­მო­იყ­ვა­ნეს. იმ მან­ქა­ნა­ში მყო­ფე­ბი და­ბა­დე­ბის დღე­ზე ერ­თად იყ­ვნენ.

რო­გორც ვიცი, ჩხუ­ბის დროს ესე­ნი გა­იქ­ცნენ და ეს იყო და­წყნა­რე­ბა, ნა­ხა­ლოვ­კე­ლებს სა­ბურ­თა­ლოს მხა­რე მოს­დევ­და.

ტა­ტი­აშ­ვი­ლი და­ბა­დე­ბის დღე­ზე იყო, ის ჩემ შვილ­თან ერ­თად თბი­ლის­ში ვერ­ცხლის­ფე­რი ,,მერ­სე­დე­სით” დაბ­რუნ­და, ჩხუბს გა­მო­ე­რიდ­ნენ, და­ზი­ა­ნე­ბა ვი­საც ჰქონ­და, ის წა­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, თუ სას­წრა­ფო გა­მო­ი­ძა­ხეს, არ ვიცი. მერე ისევ უკან დაბ­რუნ­დნენ, მე­გობ­რე­ბის წა­მო­საყ­ვა­ნად. იქი­დან 2 ადა­მი­ა­ნი წა­მო­იყ­ვა­ნეს, – აცხა­დებს ბარ­ბა­ქა­ძე _ ამბები.ჯი

სპეცოპერაციები წუხელის მთელი ღამე მიმდინარეობდა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, დაკავებულებს შორის წუხელ მცხეთა- მთიანეთის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხული თენგო ბარბაქაძეც არის.

17 დაკავებულს შორის არის ასევე ადვოკატ დავით ჭიკაიძის დაცვის ქვეშ მყოფი პირი. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ჭიკაიძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დღეს დილით 8 საათზე დააკავეს.

შსს-ში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.