მტკვარში 6 წლის ბავშვი დაიხრჩო -,,დედამ ორივე შვილი წყალში რომ დაინახა, ისიც შევიდა, მაგრამ…”

მტკვარში 6 წლის ბავშვი დაიხრჩო -,,დედამ ორივე შვილი წყალში რომ დაინახა, ისიც შევიდა, მაგრამ..."თბი­ლის­ში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მტკვარ­ში 6 წლის ბავ­შვი და­იხ­რჩო, მისი და კი კლინიკაში მოათავსეს.

,,რუს­თა­ვი 2″-თან თვითმხილ­ვე­ლე­ბი ყვე­ბი­ან, რომ დედა შვი­ლებს მდი­ნა­რეს­თან, კლდე­ზე ფო­ტო­ებს უღებ­და, ამ დროს ბიჭს ქვა­ზე ფეხი და­უ­ცურ­და და მტკვარ­ში ჩა­ვარ­და. მო­ზარ­დის გა­და­სარ­ჩე­ნად წყალ­ში შე­ვიდ­ნენ დედა და მისი და, თუმ­ცა გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხეს.

_რო­გორც ვი­ცით, ბავ­შვს ქვა­ზე და­უ­ცურ­და ფეხი, დაც გა­დამხტა­რა საშ­ვე­ლად… დე­დამ რომ და­ი­ნა­ხა ორ-ორი ბავ­შვი წყალ­ში, ისიც შე­ვი­და წყალ­ში… ბიჭი და­ი­ღუ­პა, და რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შია, – ამ­ბო­ბენ თვითმხილ­ვე­ლე­ბი.

,,მაშ­ვე­ლებ­მა წყლი­დან ამო­იყ­ვა­ნეს უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი არას­რულ­წლო­ვა­ნი, რო­მელ­საც სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ექი­მებ­მა და მაშ­ვე­ლებ­მა ად­გილ­ზე ჩა­უ­ტა­რეს გულ-ფილ­ტვის რე­ა­ნი­მა­ცია, თუმ­ცა, სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ვერ მო­ხერ­ხდა მო­ზარ­დის გა­დარ­ჩე­ნა და და­ფიქ­სირ­და გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი“, – ნათ­ქვა­მია სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.