მარიანა იოსებაშვილი: ,,ამ რეჟიმით არ შიმშილობ და სასწაულად იკლებ წონაში”

მარიანა იოსებაშვილი: ,,ამ რეჟიმით არ შიმშილობ და სასწაულად იკლებ წონაში"ექიმი-დიეტოლოგი, რომელიც მსოფლიომ გაიცნო და მისმა კვებამ ათასობით ადამიანს დაუბრუნა ჯანმრთელობა; დიეტოლოგი, რომელმაც მოიპოვა ვიპ წოდება და დღე და ღამე შრომობს, რომ რაც შეიძლება უამრავ პაციენტს დაეხმაროს _ ეს ადამიანი გახლავთ ქართველი, რომელიც ისრაელში გაიზარდა და საქართველო ასახელა. მისი სახელი და გვარი მარიანა იოსებაშვილია.

მარიანა იოსებაშვილი: ,,ამ რეჟიმით არ შიმშილობ და სასწაულად იკლებ წონაში"იმისთვის, რომ საქართველოში პაციენტებს დახმარებოდა, გაიხსნა დიდი ფეისბუქჯგუფი ,,მარის რეჟიმი” მათთვის, რომლებიც ვერ ახერხებდნენ პირადად მისვლას ისრაელში. ამ ჯგუფების საშუალებით  კი  უამრავი მადლიერი ადამიანი შეიძინა.

ისრაელში გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო საქართველოში კონსულტანტები აიყვანა და ისინი ეხმარებიან ადამიანებს, რომლებსაც ჭარბი წონა აქვთ, რა თქმა უნდა, მარიანა ექიმის მითითებებით. ასევე _ ქალბატონმა მარიანამ უამრავი მძიმე ავადმყოფი აიყვანა და ეს ყველაფერი უანგაროდ, იმიტომ, რომ ქართველია და უნდა, საქართველოს დაეხმაროს.

უცხო არავისთვისაა, რომ ასევე დიდი ქველმოქმედია და ყოველთვის ფიქრობს, ვისთვის რა შეიძლება გაკეთდეს. მისი კვება კი სწორი კვების რეჟიმია, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო და  მილიონობით ადამიანს მისცა იმედი. ამ კვებას ,,მარის რეჟიმი” დაარქვეს. ზუსტად ამ კვებამ გაიმარჯვა ერთ-ერთ კონგრესზე.

ქალბატონ მარიანას ვკითხეთ: ,,რა არის თქვენი კვება და როგორია ის, ანუ რას მოიცავს ,,მარის რეჟიმი”? მისი პასუხი კი ყოველთვის დინჯი და აუღელვებელია: ,,მარის რეჟიმი? გზა ჯანმრთელობისა და სილამაზისკენ!”.

_ ამ რეჟიმის პრინციპი არის ის, რომ ადამიანმა სწორი კვება ისწავლოს. რაც მთავარია, უნდა ვიცოდეთ, რასთან რა სახის საკვებია დაშვებული. რეჟიმის დაცვა რთული არ არის, არ შიმშილობ და სასწაულად იკლებ. შედეგი არის როგორც წონის კლება, ასევე უამრავი დაავადების მოგვარება. მოგეხსენებათ, ჭარბ წონას უამრავი დაავადება მოსდევს.

ჩემი მეთოდი ითვალისწინებს სწორ, დაბალანსებულ კვებას, ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ბალანსს ორგანიზმში. ყოველი კვება უნდა იყოს სრულფასოვანი და არა _ შიმშილი, _ ამბობს მარიანა იოსებაშვილი.

,,ჩვენ წარმატებულად ვიკლებთ წონაში” _ ამ სლოგანის ქვეშ დღეს უამრავია ადამიანია გაერთიანებული.

მადლიერი პაციენტები სოციალურ ქსელში თავიანთ ისტორიებს წერენ და ფოტოებს აქვეყნებენ, სადაც ის შედეგი ჩანს, რაც ,,მარის რეჟიმით” მიიღეს.

,,აუხდენელი ოცნებები ხდება მარი ექიმის დახმარებით. ადამიანებს მეორედ დაბადების შანსს აძლევს. 25 კილოსთან დამშვიდობება შევძელი ყოველგვარი შიმშილისა და სტრესის გარეშე. სწორი კვება კი, მოგეხსენებათ, ჯანმრთელობის პრობლემებსაც აწესრიგებს. რაც ყველაზე მთავარია, უზომოდ ყურადღებიანია. ჩემი ერთი შეკითხვაც კი არ დაუტოვებია უპასუხოდ. დიდი მადლობა მას ყველაფრისთვის”, – მზია ჩინჩალაძე-ბლიაძე.

,,მარი ექიმი არის უძლიერესი დიეტოლოგი ვიპ სტატუსით! ეს კი უმაღლესი სტატუსია დიეტოლოგიაში. ის აბედნიერებს და აჯანმრთელებს ძალიან ბევრ პაციენტეს. უანგაროდ ეხმარება ასევე ბევრს ადამიანს, არის ქველმოქმედი. მან მეც გამაბედნიერა. დღეს კი მისი ჯგუფის წევრი და კონსულტანტი ვარ. ეს კი უკვე ორმაგი ბედნიერება და დაფასებაა ჩემთვის. მადლობა, მარი ექიმო! ძალიან მიყვარხართ! _ ნათია ლონდარიძე.

,,ბევრი ადამიანის აუხდენელი ოცნების გასაღებია. გოგოებო, ნუ დაელოდებით კიდევ მეტად მომატებულ კილოგრამებს. ,,მარაფონი” საოცრებააა!” _ ანი ვერულაშვილი.

,,ექიმი _ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომელიც ასეულობით მანდილოსანს უბრუნებს სილამაზეს და ბედნიერებას, ახალგაზრდობას და სიყვარულს. შემოგვიერთდით, ვაჩვენოთ მსოფლიოს ქართული ნიჭი!” _  რუსუდან მიქელაძე.

,,მინდა, ჩემი მოსაზრება დავწერო მარი ექიმზე და ზოგადად მის სწორ კვებაზე.  დავიწყოთ იქიდან, რომ ქალბატონი მარი არის შორს თავისი სამშობლოდან,  ცხოვრობს ისრაელში და მიუხედავად ამისა, ახერხებს, ბევრს უანგაროდ დაეხმაროს, დაუბრუნოს ჯამრთელობა და სიცოცხლის ხალისი. მიუხედავად იმისა, რომ ფულს მუხლჩაუხრელი შრომით შოულობს, იმ შრომით, რომელიც ზოგჯერ იმდენად ბევრ დროს მოიცავს, შეიძლება საკუთარი შვილის დავალებაც ვერ ჩაიბარო, მაინც ახერხებს და გასცემს სიკეთეს იმ ადამიანებისთვის, რომელბსაც მართლა სჭირდებათ.

იმდენად თბილი და ყურადღებიანია, ახერხებს, გააკეთოს ლაივ-ჩართვები და უპასუხოს ყველა შეკითხვას, დაეხმაროს ხალხს, ვისაც გარკვეული მიზეზების გამო არ შეუძლიათ ჩაერთონ ,,მარაფონში”… მინდა, ყველაფერი კარგი და ლამაზი ვუსურვო ცხოვრებაში, თუმცა აღარ ვიცი, რა შეიძლება ვუსურვო, ვიპ წოდება უმაღლესი საფეხურია დიეტოლგიაში.

რაც შეხება ,,მარაფონს”, ეს არის ერთი დიდი ოჯახი, სადაც უამრავ მეგობარს იძენ, სადაც მუდამ პოზიტივია, სადაც მუდმივი ყურადღება და კონტროლია,  სადაც ბედნიერებაა, სხეულის კორექციას როცა ამჩნევ. მოკლედ, სანამ თავად არ გაწევრიანდებით, ვერ გაიგებთ, ეს რა ბედნიერებაა”, _ დიანა ზაქაიძე.

ნახეთ ფოტოები

მარიანა იოსებაშვილი: ,,ამ რეჟიმით არ შიმშილობ და სასწაულად იკლებ წონაში"

მარიანა იოსებაშვილი: ,,ამ რეჟიმით არ შიმშილობ და სასწაულად იკლებ წონაში"

მარიანა იოსებაშვილი: ,,ამ რეჟიმით არ შიმშილობ და სასწაულად იკლებ წონაში"

მარიანა იოსებაშვილი: ,,ამ რეჟიმით არ შიმშილობ და სასწაულად იკლებ წონაში"