,,მამის მოკვლას არ ვნანობთ, ციხეში უკეთესია, ვიდრე მასთან ერთად” – დები ხაჩატურიანების სკანდალური საქმე

,,მამის მოკვლას არ ვნანობთ, ციხეში უკეთესია, ვიდრე მასთან ერთად" - დები ხაჩატურიანების სკანდალური საქმედები ხაჩატურიანები, კრისტინა, ანგელინა და მარია, სასამართლოს ვერდიქტის მოლოდინში არიან. მშობლები.ჯი-ს ინფორმაციით, საგამოძიებო სამუშაოები უკვე დასრულდა. უფროსები დები მამის, მიხაილ ხაჩატურიანის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულად ცნეს, უმცროსმა კი იძულებითი მკურნალობა უნდა გაიაროს. ის შეურაცხადად იქნა მიჩნეული ბოროტმოქმედების ჩადენის მომენტში. მისი საქმე ცალკეა გამოყოფილი.

გოგონების დაცვის მხარე კვლავ ამტკიცებს, რომ გოგონები მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ სიცოცხლეს იცავდნენ მამის ძალადობისგან და აპირებენ, ნაფიცი მსაჯულები  მოითხოვონ.

,,რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტანჯვა, რომელსაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მამა აყენებდა, ბრალდებულებს შემამსუბუქებელ გარემოებად ეთვლებათ.

მკვლელობა 2 წლის წინ მოსკოვში მოხდა. 57 წლის მიხეილ ხაჩატურიანი საკუთარმა შვილებმა მოკლეს. პოლიციის ცნობით, კაცს მჩხვლეტავი ნივთებით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ასევე _ ჩაქუჩით მიყენებული დარტყმები თავზე.

გამოძიების ცნობით, კაცმა ბინიდან დაღწევა შეძლო, თუმცა სადარბაზოში სისხლისგან დაიცალა და გარდაიცვალა.

გა­მო­ცე­მა „მოს­კოვ­სკი კო­მსო­მო­ლეც“ წერს, რომ მი­ხა­ი­ლი შვი­ლებს, კრის­ტი­ნა­სა და ან­გე­ლი­ნას მცი­რე ასა­კი­დან აუ­პა­ტი­უ­რებ­და. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, მან ერთ-ერთ ქა­ლიშ­ვილს გა­ნუ­ცხა­და: „შენ დე­და­შე­ნის ად­გილს და­ი­კა­ვებ! ცო­ლად შე­გირ­თავ და შვილს გა­მი­ჩენ!“

ამას­თან, მამა შვი­ლებს უბ­რძა­ნებ­და, მის წინ გა­შიშ­ვლე­ბუ­ლიყ­ვნენ, რათა კაცს ისი­ნი „შე­ე­მოწ­მე­ბი­ნა“. გავ­რცელ­და ფო­ტოც, სა­დაც ჩანს ან­გე­ლი­ნას სის­ხლი­ა­ნი სახე, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, მას­ზე თავ­დას­ხმის შემ­დეგ არის გა­და­ღე­ბუ­ლი.

გო­გო­ნე­ბის თქმით, მკვლე­ლო­ბის დღეს მა­მის მან­ქა­ნი­დან მისი სა­ნა­დი­რო დანა აი­ღეს, რათა სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში თავდაცვისთვის გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. ამა­ვე და­ნით მი­ხა­ილ­მა მა­ნამ­დე ქა­ლიშ­ვი­ლი მა­რია და გო­გო­ნე­ბის დედა, აუ­რე­ლია დაჭ­რა, რო­მე­ლიც სახ­ლი­დან გა­იქ­ცა.

სა­სიკ­ვდი­ლო თავ­დას­ხმამ­დე ცოტა ხნით ადრე მი­ხა­ილ­მა შვი­ლე­ბის მი­სა­მარ­თით წი­წა­კის სპრეი გა­უშ­ვა. კრის­ტი­ნამ, რო­მელ­საც ას­თმა აწუ­ხებს, გო­ნე­ბა და­კარ­გა, მა­მამ ის სა­ა­ბა­ზა­ნო­ში შე­იყ­ვა­ნა, სა­მო­სი გა­ხა­და და არა­ყი და­ას­ხა. დის მდგო­მა­რე­ო­ბით შე­ში­ნე­ბულ­მა ან­გე­ლი­ნამ და მა­რი­ამ გა­და­წყვი­ტეს, მი­ხა­ილს და­ნი­თა და ჩა­ქუ­ჩით დას­ხმოდ­ნენ თავს.

-არა­ფერს ვნა­ნობ. შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო იმი­სი ატა­ნა, რა­საც ჩვენ გვი­კე­თებ­და. ცი­ხე­ში უკე­თე­სია ცხოვ­რე­ბა, ვიდ­რე მას­თან ერ­თად. 10 წლის ასა­კი­დან გვცემ­და, 14 წლი­დან – სექ­სუ­ა­ლუ­რად ძა­ლა­დობ­და, – აღ­ნიშ­ნა ან­გე­ლი­ნამ.